ჰაიდერ გირეი (ყირიმ. Hayder Geray, حيدر‎‎; გ. — ბელოოზერო, მოსკოვის დიდი სამთავრო, 1487) — ყირიმის ხანი 1475 წელს, სახანოსა და გირეის დინასტიის ფუძემდებლის, ჰაჯი I გირეის მე-2 ვაჟი. მასზე ცოტა ხანს ყირიმი არავის უმართავს (2 თვე).

ჰაიდერ გირეი
Hayder Giray
ყირიმის მე-4 ხანი
მმართ. დასაწყისი: 1475
მმართ. დასასრული: 1475
წინამორბედი: მენლი I გირეი
მემკვიდრე: ნურ-დევლეთ გირეი
სულთანი: მეჰმედ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 1487
გარდ. ადგილი: ბელოოზერო
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: ჰაჯი I გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

მის შესახებ ინფორმაცია ძალზედ მწირეა. მემატიანეების ცნობით, პირველად აჯანყდა 1456 წელს, მამის წინააღმდეგ, რის გამოც სახელმწიფო საქმეებს ჩამოაშორეს. მისი უმცროსი ძმის, მენლი I გირეის მმართველობის დროს გამოკეტილი იყო სუდაკში, გენუელთა ციხე-სიმაგრეში. 1475 წელს, ოსმალების შემოსევების დროს თავი დააღწია ტყვეობას და დროებით დაიკავა ყირიმის ტახტი. მისი მმართველობა მხოლოდ 2 თვემდე გაგრძელდა. ჰაიდერი თავისმა ძმამ, ნურ-დევლეთმა ჩამოაგდო ტახტიდან.

ამის შემდეგ ჰაიდერი კიევში გაიქცა და ლიტოვსკის მთავართან ერთად დაგეგმა ყირიმზე გალაშქრება, მაგრამ უშედეგოდ. 1479 წელს მოხვდა მოსკოვში, ივანე III-ის კარზე. ივანემ ჰაიდერი მალევე გადაასახლა ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთში, სადაც ცხოვრების უკანასკნელი წლების გატარება მოუწია. გარდაიცვალა 1487 წელს, ბელოოზეროში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Гайворонский Алексей. Созвездие Гераев. — Симферополь, 2003 г.
  • Олекса Гайворонский «Повелители двух материков», том 1, Киев-Бахчисарай, 2007 г. ISBN 978-966-96917-1-2