ჰადუმოდ ბუსმანი (გერმ. Hadumod Bußmann; დ. 5 ივნისი, 1933, მაინის ფრანკფურტი) — გერმანელი ენათმეცნიერი. ჰადუმოდ ბუსმანი არის ავტორი წიგნისა ენათმეცნიერების ლექსიკონი.

ჰადუმოდ ბუსმანი
გერმ. Hadumod Bußmann
დაბ. თარიღი 5 ივნისი, 1933(1933-06-05)[1](90 წლის)
დაბ. ადგილი მაინის ფრანკფურტი[2] [1]
მოქალაქეობა  გერმანია[2] [1]
საქმიანობა ენათმეცნიერი[2] [1] , ლიტერატურათმცოდნე[2] და უნივერსიტეტის პროფესორი[2]
მუშაობის ადგილი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი[2]
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[2]
ჯილდოები Prize of the Peregrinus Foundation

ბიოგრაფია რედაქტირება

სწავლობდა გერმანისტიკას, რომანისტიკას და ხელოვნების ისტორიას მაინის ფრანკფურტისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში.

საუნივერსიტეტო განსწავლის წლებში ხანგრძლივად იმყოფებოდა ლონდონსა და პარიზში.

1963 წლიდან იყო სამეცნიერო თანამშრომელი მიუნხენის უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის ინსტიტუტში.

1967 წელს ჰადუმოდ ბუსმანმა დისერტაცია დაიცვა მედიევისტიკაში, კერძოდ კი აიჰარტ ფონ ობერგის „ტრისტრანტზე“.

1971 წლიდან 1997 წლამდე იგი მიუნხენის უნივერსიტეტში ენათმეცნიერებას ასწავლიდა, სადაც 1990 წელს ბავარიის უმაღლესი სასწავლებლების სამხარეო კონფერენციაში ქალთა საქმეებს განაგებდა და იყო სპიკერი.

პენსიაზე გასვლის შემდეგ იგი თავისუფალი ავტორი და პუბლიცისტია. იგი დღესაც აქტიურად თანამშრომლობს ტერეზა ვონ ბავარიელის ქალთა ფონდთან, რომელიც დაკავებულია ქალთა დახმარებით მათთვის სამეცნიერო კარიერის გაადვილებაში.

დაჯილდოება რედაქტირება

  • 2005: პერეგრინუსის ფონდი

პუბლიკაციები რედაქტირება

  • Lexikon der Sprachwissenschaft. 1. Auflage. Kröner, Stuttgart 1983, ISBN 3-520-45201-4.
  • Lexikon der Sprachwissenschaft. 4. durchgesehene Auflage. Kröner, Stuttgart 2008, ISBN 978-3-520-45204-7.
  • Genus. Zur Geschlechterdifferenz in den Kulturwissenschaften. Kröner, Stuttgart 1995, ISBN 3-520-49201-6. Gemeinsam mit Renate Hof (გამომც.).
  • Bedrohlich gescheit. Ein Jahrhundert Frauen und Wissenschaft in Bayern. Beck, Stuttgart 1997, ISBN 3-406-41857-0. Gemeinsam mit Hiltrud Häntzschel (გამომც.).
  • Genus. Geschlechterforschung. Gender Studies in den Kultur- und Sozialwissenschaften. Ein Handbuch. Kröner, Stuttgart 2005, ISBN 3-520-82201-6. Gemeinsam mit Renate Hof (გამომც.).
  • Ich habe mich vor nichts im Leben gefürchtet. Die ungewöhnliche Geschichte der Prinzessin Therese von Bayern. C.H. Beck, München 2011, ISBN 978-3406613531

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Prabook — 2018.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 Deutsche Nationalbibliothek Record #124184553 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.