ჯუჯა სახელმწიფო — ზოგიერთი კატეგორიებით სიდიდის ნაკლებობის მიხედვით სხვა სახელმწიფოებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული სახელმწიფო (მაგალითად, ფართობი, მოსახლეობის რაოდენობა და სხვა).

ფართობის მიხედვით ერთ მასშტაბში ნაჩვენები მსოფლიოს 5 ყველაზე უფრო პატარა სუვერენული სახელმწიფო, დაწყებული ყველაზე უფრო დიდიდან და დამთავრებული ყველაზე უფრო პატარით: სან-მარინო, ტუვალუ, ნაურუ, მონაკო და ვატიკანი
ფართობის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე უფრო პატარა სახელმწიფოების რუკა, თუმცა ბევრი მათგანი არ განიხილება ჯუჯა სახელმწიფოდ

ფართობის რაოდენობიდან გამომდინარე, ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორც წესი, ეძახიან ისეთ სახელმწიფოებს, რომლებიც ფართობის მიხედვით ჩამორჩებიან ლუქსემბურგს. თუმცა თვითონ ლუქსემბურგიც ზოგჯერ ასევე ჯუჯა სახელმწიფოების რიცხვში შეჰყავთ.

ხშირად კრიტერიუმის სახედ ასევე იყენებენ მოსახლეობის რაოდენობას. ამასთან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის ტერმინოლოგიაში ჯუჯა სახელმწიფოდ თვლიან ისეთ სახელმწიფოებს, რომელთა მოსახლეობა არ აჭარბებს 1 მილიონ ადამიანს. ერთა თანამეგობრობის მოხსენებებში გამოიყენება ტერმინი მცირე ქვეყნები, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 1,5 მილიონ ადამიანზე ნაკლებია. და ბოლოს, ზოგჯერ ჯუჯა სახელმწიფოებს ეძახიან ისეთ სახელმწიფოებს, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა 500 ათას ადამიანზე ნაკლებია.

ჯუჯა სახელმწიფო რედაქტირება

ბევრი ჯუჯა სახელმწიფო შედარებით ახალგაზრდა წარმონაქმნია (აღმოსავლეთი ტიმორი და სხვები). ამავე დროს ევროპის ჯუჯა სახელმწიფოთა უმრავლესობას გააჩნია მრავალსაუკუნებრივი ისტორია. მაგალითად, სან-მარინო ითვლება ევროპის ყველაზე უფრო ძველ შენარჩუნებულ სუვერენულ სახელმწიფოდ და უძველეს კონსტიტუციურ რესპუბლიკად.[1]

ზოგჯერ ასევე გამოიყენება ტერმინი ჯუჯა ქვეყანა, რომელთა რიცხვში შეჰყავთ არა მარტო მცირე დამოუკიდებელი სახელმწიფოები, ასევე სხვა მცირე გეოგრაფიულად და ისტორიულად გამორჩეული (უფრო ხშირად კუნძულოვანი) ტერიტორიები — დამოკიდებული ტერიტორიები, ადმინისტრაციული ავტონომიები და სხვა. მაგალითად — კუნძული მენი, გერნზი, ბორნჰოლმი, გიბრალტარი, მაიოტა, გუამი, ნიუე, ჰელგოლანდი, აიონ-ოროსი და სხვა.

ჯუჯა სახელმწიფოები ფართობის მიხედვით რედაქტირება

სუვერენული სახელმწიფოები, რომელთა ხმელეთის ფართობი 1000 კმ²-ზე ნაკლებია[2][3][4][5]
ქვეყანა/ტერიტორია ფართობი
(კმ²)
დედაქალაქი რეგიონი
1 ვატიკანი 0,44 ვატიკანი ევროპა
2 მონაკო 2,02 მონაკო ევროპა
3 ნაურუ 21 იარენი ოკეანეთი
4 ტუვალუ 26 ფუნაფუტი ოკეანეთი
5 სან-მარინო 61 სან-მარინო ევროპა
6 ლიხტენშტაინი 160 ვადუცი ევროპა
7 მარშალის კუნძულები 181 მაჯურო ოკეანეთი
8 სენტ-კიტსი და ნევისი 261 ბასტერი კარიბები
9 მალდივის რესპუბლიკა 298 მალე აზიაინდოეთის ოკეანე
10 მალტა 316 ვალეტა ევროპახმელთაშუა ზღვა
11 გრენადა 344 სენტ-ჯორჯესი კარიბები
12 სენტ-ვინსენტი და გრენადინები 389 კინგსტაუნი კარიბები
13 ბარბადოსი 430 ბრიჯტაუნი კარიბები
14 ანტიგუა და ბარბუდა 443 სენტ-ჯონზი კარიბები
15 სეიშელის კუნძულები 455 ვიქტორია აფრიკაინდოეთის ოკეანე
16 პალაუ 459 ნგერულმუდი ოკეანეთი
17 ანდორა 468 ანდორა-ლა-ველა ევროპა
18 სენტ-ლუსია 616 კასტრი კარიბები
19 მიკრონეზიის ფედერაციული შტატები 702 პალიკირი ოკეანეთი
20 სინგაპური 714 სინგაპური აზია
21 ტონგა 747 ნუკუალოფა ოკეანეთი
22 დომინიკა 751 როზო კარიბები
23 ბაჰრეინი 765 მანამა აზიასპარსეთის ყურე
24 კირიბატი 811 სამხრეთი ტარავა ოკეანეთი
25 სან-ტომე და პრინსიპი 964 სან-ტომე აფრიკაატლანტის ოკეანე
სინგაპურისა და ბაჰრეინის გამოკლებით, რომელთა მოსახლეობა 500 000 ადამიანზე ნაკლებია.

ჯუჯა სახელმწიფოები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით რედაქტირება

სუვერენული სახელმწიფოები 500 000 ადამიანზე უფრო ნაკლები მოსახლეობით ბოლო ეროვნული სტატისტიკის ან ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფასების მიხედვით. 2014 წელი[2]
ქვეყანა/ტერიტორია/სუბიექტი მოსახლეობა
(ად.)
სიმჭიდროვე
(ად./კმ²)
დედაქალაქი რეგიონი
1 ვატიკანი 842 1913.6 ვატიკანი ევროპა
2 ნაურუ 9488 451.8 იარენი ოკეანეთი
3 ტუვალუ 10 782 414.7 ფუნაფუტი ოკეანეთი
4 პალაუ 21 186 46.2 ნგერულმუდი ოკეანეთი
5 მონაკო 30 508 15103 მონაკო ევროპა
6 სან-მარინო 32 742 536.8 სან-მარინო ევროპა
7 ლიხტენშტაინი 37 313 233.2 ვადუცი ევროპა
8 სენტ-კიტსი და ნევისი 51 538 197.5 ბასტერი კარიბები
9 მარშალის კუნძულები 70 983 392.2 მაჯურო ოკეანეთი
10 დომინიკა 73 449 97.8 როზო კარიბები
11 ანდორა 85 458 182.6 ანდორა-ლა-ველა ევროპა
12 ანტიგუა და ბარბუდა 91 295 206.1 სენტ-ჯონზი კარიბები
13 სეიშელის კუნძულები 91 650 201.4 ვიქტორია აფრიკა - ინდოეთის ოკეანე
14 სენტ-ვინსენტი და გრენადინები 102 918 264.6 კინგსტაუნი კარიბები
15 კირიბატი 104 488 128.8 სამხრეთი ტარავა ოკეანეთი
16 მიკრონეზიის ფედერაციული შტატები 105 681 150.5 პალიკირი ოკეანეთი
17 ტონგა 106 440 142.5 ნუკუალოფა ოკეანეთი
18 გრენადა 110 152 320.2 სენტ-ჯორჯესი კარიბები
19 სენტ-ლუსია 163 362 265.2 კასტრი კარიბები
20 სან-ტომე და პრინსიპი 190 428 197.5 სან-ტომე აფრიკა - ატლანტის ოკეანე
21 სამოა 196 628 69.5 აპია ოკეანეთი
22 ვანუატუ 266 937 21.9 პორტ-ვილა ოკეანეთი
23 ბარბადოსი 289 680 673.7 ბრიჯტაუნი კარიბები
24 ისლანდია 317 351 3.1 რეიკიავიკი ევროპა
25 ბაჰამის კუნძულები 321 834 23.2 ნასაუ ატლანტის ოკეანე
26 ბელიზი 340,844 14.8 ბელმოპანი ჩრდილოეთი ამერიკა
27 მალდივის რესპუბლიკა 393 595 1320.8 მალე აზია - ინდოეთის ოკეანე
28 მალტა 412 655 1305.9 ვალეტა ევროპა - ხმელთაშუა ზღვა
29 ბრუნეი 422 675 73.3 ბანდარ-სერი-ბეგავანი აზია
სამოას, ვანუატუს, ისლანდიის, ბაჰამის კუნძულების, ბელიზის და ბრუნეის გამოკლებით, რომელთა ხმელეთის ფართობი 1000 კმ²-ზე ნაკლებია

სქოლიო რედაქტირება

  1. „Europe's Micro-States: (04) San Marino“. Deutsche Welle. 24 July 2014. ციტირების თარიღი: 28 July 2014.
  2. 2.0 2.1 CIA – The World Factbook – Rank Order – Population. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-27. ციტირების თარიღი: 2012-06-05.
  3. Amstrup, N., 1976. The Perennial Problem of Small States: A Survey of Research Efforts. Cooperation and Conflict, 11(2), pp.163–182.
  4. CIA – The World Factbook – Rank Order – Area. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-09. ციტირების თარიღი: 2008-06-20.
  5. „Demographic Yearbook—Table 3: Population by sex, rate of population increase, surface area and density“ (pdf). United NationsStatisticsDivision. 2008. ციტირების თარიღი: 2011-06-12. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)