ჯუნეწერი

სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

ჯუნეწერისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, გვიმბალაურის თემში (სოფლები: გვიმბალაური, ჯუნეწერი). მდებარეობს მდინარე ორაგვისღელის (ფიჩორის სისტემა) ნაპირებზე, გურიის ქედის ჩრდილოეთ კლათის ძირას, ზღვის დონიდან 100 მ., ლანჩხუთიდან 3 კმ. სოფლის ძველი სახელწოდებაა ჯუნჯუათი. სოფელში 4 ქუჩაა: დავით ბოლქვაძის, წმინდა ლაზარეს, ჯაბელის და სერგო ბარამიძის.[2]

სოფელი
ჯუნეწერი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი გვიმბალაური
კოორდინატები 42°04′27″ ჩ. გ. 42°00′58″ ა. გ. / 42.07417° ჩ. გ. 42.01611° ა. გ. / 42.07417; 42.01611
ადრეული სახელები ჯუნჯუათი
ცენტრის სიმაღლე 100
მოსახლეობა 351[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჯუნეწერი — საქართველო
ჯუნეწერი
ჯუნეწერი — გურიის მხარე
ჯუნეწერი

სოფელში არის ჯუნჯუათის მერკელიანი კირქვის საბადო, რომელიც კირის დასამზადებლად გამოიყენება.

ისტორია რედაქტირება

სოფელში იდგა მაცხოვრის ეკლესია, ნაგები ქვით, ირგვლივ ქვის გალავნით. აქ ინახებოდა მამია გურიელის შეწირული მაცხოვრის ხატი. მისი სამრევლო მოიცავდა 37 კომლს.[3] 1916 წელს ჯუნჯუათში გაიმართა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების კონფერენცია ნოე ჟორდანიას ხელმზღვანელობით, რომელმაც გადაწყვიტა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთის დამარცხების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება.[4] საბჭოთა დროს სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა.

მოსახლეობა რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[5] 581
1911[6]   532
2002   559
2014   351

ცნობილი ადამიანები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. გაზეთი „გურიის მოამბე", 13.2.2012., N6 გვ. 5
  3. *ქართველიშვილი თ., გურიის საეპისკოპოსოები, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 83, ISBN 99940-11-89-8.
  4. რამიშვილი ა., ჩვენი შეცდომები, 1918-1921 = Nos erreurs, 1918-1921, ქართულ-ინგლისური ხელოვნების და კულტურის საერთაშორისო ასოციაცია. — გვ. 11, ISBN 99940-58-64-9.
  5. Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 245.
  6. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 151.