ჯუმბერ პატიაშვილი

ჯუმბერ ილიას ძე პატიაშვილი (დ. 5 აგვისტო, 1939, ლაგოდეხი) — ქართველი პოლიტიკოსი და საქართველოს სსრ-ის ცკ-ს კომპარტიის მე-12 პირველი მდივანი 1985-1989 წლებში. მონაწილეობას იღებდა 1995 და 2000 წლების საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში. იგი ორივეჯერ მეორე ადგილზე გავიდა.

ჯუმბერ პატიაშვილი
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ კომპარტიის ცკ მე-12 პირველი მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 ივლისი, 1985 – 14 აპრილი, 1989
პრეზიდენტი  მიხეილ გორბაჩოვი
წინამორბედიედუარდ შევარდნაძე
მემკვიდრეგივი გუმბარიძე

დაბადებული5 აგვისტო, 1939 (1939-08-05) (84 წლის)
ლაგოდეხი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაკომპარტია (1962–1991)
ერთობა (2001)
განათლებასაქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
პროფესიააგრონომი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1962-1965 წლებში იყო ასპირანტი. 1965-1967 წლებში იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-მუშაკი. 1965-1967 წლებში იყო საქართველოს სსრ კომკავშირის ინსტრუქტორი. 1967-1968 წლებში იყო ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკებთან მუშაობის სექტორის გამგე. 1968-1969 წლებში იყო საკავშირო ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი ორგანიზატორი. 1969-1970 წლებში იყო საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი. 1970-1973 წლებში იყო საქართველოს კომაკავშირის ცკ-ის პირველი მდივანი. 1973-1974 წლებში იყო კომუნისტური პარტიის გორის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი. 1974-1985 წლებში იყო საქართველოს სსრ კომპარტიის მდივანი. 1985 წლის 6 ივლისიდან 1989 წლის 14 აპრილამდე იყო საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი. 1989-1999 წლებში მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „თავთავის“ გენერალური დირექტორი). 1999 წლიდან მიწათმოქმედების ინსტიტუტის კონსულტანტი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (მცხეთის მაჟორიტარი). 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“. 2004 -2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (გორის მაჟორიტარი).

ლიტერატურა რედაქტირება

  • პატიაშვილი ჯ., „ოცდასამი წლის შემდეგ“, თბ., 2013

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება