ჯუმას ყურე, კაკლისყურე, ალაზნის ჭალაბუნების ძეგლი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 165 მ სიმაღლეზე.[1] შედის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში. წარმოადგენს მდინარე ალაზანში შეჭრილ, ნახევარკუნძულის ფორმის მქონე ყურეს, რომლის ყელის სიგანე 30–40 მ არ აღემატება,[2] ხოლო ფართობი 201 ჰა-ია.[3] სადღეისოდ სრულყოფილად მხოლოდ ამ ყურეშია შემორჩენილი ალაზნის ხეობისათვის დამახასიათებელი ლეშამბოიანი ჭალის ტყეები, რომელიც ფლორისტულად ძალიან მდიდარია. საქართველოში მხოლოდ ამ ყურეშია კაკლის ბუნებრივი ვრცელი ჰაბიტატი, სადაც გიგანტური იფნების, ჭალის მუხებისა და თელების მხოლოდ ერთეული ეგზემპლარები შემორჩა. სახელწოდება „კაკლის ყურეც“ აქედან უნდა მომდინარეობდეს.[2] ჯუმას ყურე ბუნების ძეგლია.[1]

ჯუმას ყურე
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
მდებარეობა კახეთის მხარე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უახლოესი ქალაქი დედოფლისწყარო
ფართობი 201 ჰა
დაარსდა 2003
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება