ჯუმათი

სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ჯუმათისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ჯუმათი, ბოგილი, იანეთი, ძირიჯუმათი). სოფელში არის საჯარო სკოლა[2] და საბავშვო ბაღი.

სოფელი
ჯუმათი

ჯუმათის ხედი ჭანიეთურის მონასტრიდან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ჯუმათი
კოორდინატები 42°00′36″ ჩ. გ. 41°57′50″ ა. გ. / 42.01000° ჩ. გ. 41.96389° ა. გ. / 42.01000; 41.96389
ფართობი 4,2 კმ²
ცენტრის სიმაღლე 120
მოსახლეობა 345[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 82,1 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჯუმათი — საქართველო
ჯუმათი
ჯუმათი — გურიის მხარე
ჯუმათი

გეოგრაფია რედაქტირება

მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 120 მ, ოზურგეთიდან 14 კმ. სოფლის უბნებია მიხაისფონი, ხარხამეთა, კიბულას ღელე და ლაშე.

ისტორია რედაქტირება

ჯუმათი მოდის ზანური ენიდან და ნიშნავს საძმოს (ჯუმა - ძმობილი). მისი დაარსების თარიღად სავარაუდოდ ძველი წ.ა. II-I ათასწლეულების მიჯნაა მიჩნეული.[3] სოფელში აღმოჩენილია ზედა პალეოლითის ხანის გამოქვაბული, ნაპოვნია ბრინჯაოს ნივთები და ზოდები.[4] სოფელში განვითარებული იყო მეთუნეობა.[5]

ჯუმათიდან ცნობილია შემთხვევით აღმოჩენილი კოლხური მონეტების განძი, რომელთაგან ერთი მონეტა მოხვდა ერმიტაჟში, ერთი კი საქართველოს ეთნოგრაფიულ საზოგადოებაში. მონეტებზე გამოსახული იყო ბერძნული ასოები. მონეტების დაბალი სინჯი და მათზე ამოკვეთილი ასოები მიუთითებენ მათ გვიანდელ ემისიაზე – ძვ. წ. IV ს-ის დასასრულზე მაინც. ჯუმათის მიდამოებში ასევე გამოვლენილია ელინისტური ხანის ნამოსახლარისა და სამაროვნის ნაშთები; შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები და სამაროვანი, რომლებიც 1991-1994 წლების ექსპედიციამ (ხელმძღ. ვ. სადრაძე) გამოავლინა.

1860-იან წლებიდან სექტემბერში იმართებოდა 5 დღიანი ბაზრობა.[6] 1881 წელს სოფელში გაიხსნა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა, რომლის დირექტორი იყო მელენტი ჩხარტიშვილი.[7] 1892 წელს დადგა საკითხი სოფელში სკოლისთვის შენობის აშენებისა. 1899 წელს ჯუმათის სასოფლო საზოგადოება ქუთაისის სახალხო სკოლების დირექციისგან ითხოვდა ერთ მასწავლებელს, დარაჯისა და გათბობის ფულს. სასოფლო საზოგადოებამ ასევე გამოჰყო ადგილი სკოლის მშენებლობისთვის, მათ ოზურგეთის მაზრის უფროს ლაზარენკოს სთხოვეს სკოლის გადაკეთება ორკლასიანად. სოფლის სკოლის გაუმჯობესებისთვის მოღვაწეობდნენ სოფლის მოსამართლე ბ, ჩხარტიშვილი, ე. გოგუა, მღვდლები სამსონ დარჩია, ივანე და იოსებ კანდელაკები, მასწავლებელი გაბუნია.[8] 1912 წელს გაიხსნა სოფლის ბიბლიოთეკა.

საბჭოთა პერიოდში სოფელში მოჰყავდათ ჩაი (240 ჰა), ტუნგი (60 ჰა) და ციტრუსები (25 ჰა). ჯუმათის სტალინის სახელობის კოლმეურნეობა რაიონში სიმდიდრით მესამე იყო ნატანებისა და შრომის შემდეგ.[9] 1957 წელს ჯუმათში მოეწყო სოფლის ცენტრი გორაკის წვერზე, ყველა მხრიდან დასანახ ადგილზე, იქვე აშენდა ადმინისტრაციული სახლი, სკოლა და კლუბი. ცენტრის გაშენების დროს დაანგრიეს გურიელთა სასახლის ნაშთები და ბაილეთის ეკლესია.

მოსახლეობა რედაქტირება

1870-იან წლებში სოფლის მოსახლეობა 278 კომლი იყო. 1937 წელს სოფელში ცხოვრობდა 349 ოჯახი, 552 ადამიანი, აქედან 299 კაცი და 253 ქალი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1874[10] 1946
1883[11]   1573
1893[12]   2216
1902[13]   2440 1263 1177
1908[14]   387
1911[15]   1271
1937   552 299 253
2002   311
2014   345 181 164

ცნობილი ადამიანები რედაქტირება

ჯუმათში დაიბადნენ:

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  3. სიხარულიძე ი. „საიდან წარმოიშვა სახელი ჯუმათი“
    • არა,„მეტი ყურადღება გურიის მატერიალური კულტურის ძეგლებს“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 10-11 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1967 წელი. — გვ. 62
  4. მასალები გურიის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, გვ 369. — თბილისი, „მეცნიერება“ 1980 წ.
  5. Кавказский календарь на 1867 год გვ.310
  6. ქ შ წ კ გ საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა
  7. ჩხარტიშვილი ც. „პირველი სასულიერო სამრევლო სასწავლებელი გურიაში“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N1 (12), გვ. 512 —თბილისი, „უნივერსალი“, 2013, ISSN 1512-3154
  8. რაიონის სოფლის მეურნეობა აღმასვლობის გზაზე, გაზეთი „ლენინის დროშა“ N14 გვ. 3, 1955 წ
  9. ბაქრაძე, დ . [1878] (1987). არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში. ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, გვ. 216. 
  10. Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
  11. Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
  12. «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
  13. Кавказский календарь на 1910 год
  14. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 151.