ჯულიო კაჩინი (იტალ. Giulio Caccini, დ. 8 ოქტომბერი, 1551 — გ. 10 დეკემბერი, 1618) — იტალიელი კომპოზიტორი, მუსიკის პედაგოგი, მომღერალი, მუსიკოსი და მწერალი. მოღვაწეობდა რენესანსის დასასრულსა და ბაროკოს ადრეულ პერიოდში. ის იყო ოპერის ჟანრის ერთ-ერთი დამაარსებელი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შემქმნელი ბაროკოს სტილისა. ის იყო კომპოზიტორი ფრანჩესკა კაჩინის მამა.

Le Nuove musiche-ს (1602) პირველი გვერდი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება