ჯულია ო’ჰარა სტაილზი (ინგლ. Julia O'Hara Stiles; დ. 28 მარტი, 1981) — ამერიკელი მსახიობი. ცნობილი გახდა შესრულებული როლებით ფილმებში: „ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი“ (1999), „მხოლოდ მე და შენ“ (2000) და „ბოლო ცეკვა ჩემზეა“ (2001). მის კინოკარიერაში მნიშვნელოვანი იყო ფილმები „უცნობების ბიზნესი“ (2001), „მონა ლიზას ღიმილი“ (2003) და „ომენი“ (2006). აღსანიშნავია აგრეთვე ტრილოგია ჯეისონ ბორნზე: „ბორნის იდენტიფიკაცია“ (2002), „ბორნის უპირატესობა“ (2004), „ბორნის ულტიმატუმი“ (2007).

ჯულია სტაილზი

ჯულია სტაილზი
დაბადების სახელი ჯულია ო’ჰარა სტაილზი
დაბადების თარიღი 28 მარტი, 1981 (1981-03-28) (43 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1993-დღემდე

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა დედამისის — მეთუნის ჯუდით ნიუკომბ სტაილზისა და მამამისის — ბიზნესმენის ჯონ ო’ჰარას ოჯახში. აქვს ინგლისური, ირლანდიური და გერმანული გენეალოგია. პატარაობიდანვე იყო დაინტერესებული სამსახიობო ხელოვნებით. 11 წლის ასაკში შედგა მისი დებიუტი ნიუ-იორკის ერთ-ერთ თეატრალურ სცენაზე. 1996 წელს ითამაშა ფილმში „მიყვარხარ, აღარ მიყვარხარ“. 1997 წელს პატარა როლი მიიღო ფილმში „ეშმაკის საკუთრება“. ერთი წლის შემდეგ მთავარი როლი მიიღო ფილმში „ავი“. მნიშვნელოვანი იყო ფილმი „ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი“, სადაც თამაში მოუწია ჰით ლეჯერთან. 2000-იან წლებში გამოჩნდა ფილმებში: „წვეულება“ (2003), „პრინცი და მე“ (2004), „ბუს ყვირილი“ (2009), „იმედის სხივების კრებული“ (2012) და სხვა. გადაღებულია აგრეთვე სერიალში „დექსტერი“.

2005 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი ინგლისური ლიტერატურის სეციალიზაციით. სტაილზი ვეგეტარიანელია, წარსულში ვეგანი იყო. უყვარს ბეისბოლი და არის ნიუ-იორკ მეტსის გულშემატკივარი. თავის თავს ფემინისტს უწოდებს და 2004 წელს ფემინიზმზე დაწერა სტატია The Guardian-ში. სტაილზი რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფებოდა მსახიობთან ჯონათან კრამერთან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: