ჯუდით დეივისი (ინგლ. Judith Davis დ. 23 აპრილი, 1955) — ავსტრალიელი კინოსა და თეატრის მსახიობი, რომლის კარიერა 40 წელზე მეტს მოიცავს. რეჟისორი ვუდი ალენი ახასიათებს მას როგორც „ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქალი მსახიობი მსოფლიოში“.[1][2][3] მიღებული აქვს AACTA-ს რვა, ოქროს გლობუსის და BAFTA-ს ორი, ემის სამი ჯილდო და ოსკარის ორი ნომინაცია.

ჯუდი დეივისი
მშობლიური სახელი Judith Davis
დაბადების სახელი ჯუდით დეივისი
დაბადების თარიღი 23 აპრილი, 1955 (1955-04-23) (68 წლის)
პერთი, ავსტრალია
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ალმა-მატერი დრამატული ხელოვნების ეროვნული ინსტიტუტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1977-დღემდე
მეუღლე(ები) კოლინ ფრილზი (იქ. 1984)
შვილ(ებ)ი 2

ჯუდი დეივისი დაიბადა პერთში, დასავლეთი ავსტრალიაში კათოლიკურ ოჯახში.[4][5] დაამთავრა დრამატული ხელოვნების ეროვნული ინსტიტუტი 1977 წელს. მისი დებიუტი კინოში იამვე წელს შედგა ფილმით „High Rolling“. 1979 წელს მელ გიბსონთან ერთად მონაწილეობდა სპექტაკლში „რომეო და ჯულიეტა“.

აღიარება მოიპოვა ფილმით „ჩემი ბრწყინვალე კარიერა“ (1979), რისთვის გადაეცა BAFTA-ს ორი ჯილდო.[6] მისი ცნობილი ფილმებია: „ჩვენი იმედების ზამთარი“ (1981), „ჰუდვინკი“ (1984), „მოგზაურობა ინდოეთში“ (1984) და „ქმრები და ცოლები“ (1992). მისი სხვა როლებია: „Who Dares Wins“ (1982), „პაპანაქება“ (1983), „მაღალი ტალღა“ (1987), „ჯორჯია“ (1988), „ელისი“ (1990), „ექსპრომტი“ (1991), „ბარტონ ფინკი“ (1991), „მუქი სისხლი“ (1993), „აბსოლუტური ძალაუფლება“ (1997), „განვიხილოთ ჰარი“ (1997), „სახელგანთქმული“, „ადამიანი, რომელიც ღმერთს უჩიოდა“ (2001), „განქორწინება ამერიკულად“ (2006), „მარი ანტუანეტი“ (2006), „შტორმის თვალი“ (2011), „სიყვარულით რომში“ (2012), „ტ.ს. სპივეტი — ახალგაზრდა გენიოსი“ (2013) და „მკერავი ქალი“ (2015).

დეივისი აგრთვე მონაწილოებდა ტელესერიალებში, რომელთა შორისაცაა „იყუჩე და იმსახურე: მარგარეტ კამერმეიერის ისტორია“, „ცხოვრება ჯუდი გარლანდთან ერთად: მე და ჩემი ჩრდილი“,[7] „მდინარე ხიდის ქვეშ“, „ქალი სახელად გოლდა“, „რეიგანები“, „სამახსოვრო მოგზაურობა“, „საიდუმლო გზა“, „მტრობა: ბეტი და ჯოანი“ და სხვა.

ფილმოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Peter Biskind. Gods and Monsters: Thirty Years of Writing on Film and Culture. ციტირების თარიღი: 14 ივლისი,2017.
  2. Judy Davis In The Eye Of The Storm (2011). ციტირების თარიღი: 2020-01-27
  3. Powers, John. (3 დეკემბერი, 2009) Judy Davis, Inspiring 'Brilliant Career's 30 Years Later [sic]. ციტირების თარიღი: 2020-01-27
  4. Maslin, Janet (22 თებერვალი, 1980). „New Face: Judy Davis Don't Call Her Sybylla; A Last-Minute Replacement 'I'm Not Good at Reading Scripts' Elizabeth Swados at Club“. The New York Times. ციტირების თარიღი: 7 მაისი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  5. Rovi, Hal Erickson. „Judy Davis Biography“. TV Squad. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-01. ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  6. „Judy Davis In Oscar Nominees“. Canberra Times. 8 February 1985. ციტირების თარიღი: 18 November 2018.
  7. Bernard Weinraub (10 December 2000). „The Rewards And the Risks of Playing an Icon“. The New York Times. ციტირების თარიღი: 3 May 2013.