ჯო ჯონსტონი (ინგლ. Joe Johnston; დ. 13 მაისი, 1950) — ამერიკელი კინორეჟისორი და პროდიუსერი, რომელიც ყველაზე მეტად განთქმულია ისეთი ფილმებით როგორებიცაა „ძვირფასო, ბავშვები დავაპატარავე“ (1989), „ჯუმანჯი“ (1995), „იურული პარკი III“ (2001) და „კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი“ (2011).

ჯო ჯონსტონი
დაბადების თარიღი 13 მაისი, 1950 (1950-05-13) (73 წლის)[1]
ოსტინი, ტეხასი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
ალმა-მატერი კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტი
საქმიანობა კინორეჟისორი, კინოპროდიუსერი, კონცეპტ-არტისტი
აქტიური 1977-დღემდე

ჯონსტონი დაიბადა ოსტინში, ტეხასის შტატში,[2] 1950 წლის 13 მაისს. დაამთავრა კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტი.

ჯო ცნობილია „ვარსკვლავური ომების“ ტრილოგიის კონცეპტ-არტისტობით. 1981 წელს გადაეცა ოსკარის ჯილდო „საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის.[3] მისი სარეჟისორი დებიუტი შედგა 1989 წელს, როდესაც გადაიღო კომედიური სათავგადასავლო ფილმი „ძვირფასო, ბავშვები დავაპატარავე“. ნომინირებულია დაჯილდოების სხვადასხვა ცერემონიალებზე, მათ შორის ჰიუგოს პრემიასა და სატურნის ჯილდოზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Texas Birth Index, 1903–1997 (ივლისი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-26. ციტირების თარიღი: 2018-08-05.
  2. Diaz, Victor. "Austin-born Oscar winner directs 'Captain America'" დაარქივებული 2012-03-31 საიტზე Wayback Machine. , Austin.YNN.com, 22 ივლისი, 2011.
  3. Buchanan, Jason. "Film > Film Biography > Joe Johnston", AllMovie.com, n.d.