ჯოზეფ ლუის ბეროუ (ინგლ. Joseph Louis Barrow; ცნობილი, როგორც Joe Louis ინგლ. Joe Louis; დ. 13 მაისი, 1914, ლაფაიეტი, ალაბამა, აშშ — გ. 12 აპრილი, 1981, ლას-ვეგასი, აშშ) — ამერიკელი მოკრივე, მსოფლიოს ჩემპიონი მძიმეწონოსანთა კატეგორიაში.

ჯო ლუისი

ჯო ლუისი 1941 წელს
საერთო ინფორმაცია
ეროვნება ამერიკელი
დაიბადა 13 მაისი 1914
ლაფაიეტი, ალაბამა, აშშ
გარდაიცვალა 12 აპრილი 1981
ლას-ვეგასი, აშშ
სიმაღლე 1.88 სმ

ჟურნალ „რინგი“-ის ვერსიით „წლის მოკრივის“ ტიტულის ოთხგზის მფლობელი: 1936, 1938, 1939, 1941.[1] 2003 წლის ჟურნალმა „რინგი“ ჯო ლუისი მსოფლიოს ნომერ პირველ პანჩერად აღიარა.[2]

ჯო ლუისი დაიბადა 1914 წლის 13 მაისს ალაბამას შტატის ქალაქ ლაფაიეტში (აშშ). მისი მამა მუშაობდა ბამბის პლანტაციში, ოჯახი მუდმივად სიღარიბეში ცხოვრობდა. 1924 წელს ჯო ლუისის ოჯახი დეტროიტში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ჯომ მამამისთან ერთად, ფორდის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. 

1934 წლამდე ლუისი მოყვარულთა ტურნირებზე ასპარეზობდა. 1936 წელს მან პროფესიონალი მოკრივის ლიცენზია მიიღო. დეტროიტში ჩამოსვლიდან 10 წლის შემდეგ, ჯო ლუისმა მძიმეწონოსან მოყვარულთა კატეგორიის ოქროს ხელთათმანის მოგება მოახერხა, რამაც პროფესიონალთა კრივისკენ გაუხსნა გზა.[3]

სქოლიო რედაქტირება

  1. Ring Magazine Fighter of the Year.
  2. The 100 Greatest Punchers of All-Time!.
  3. Знаменитые боксеры : Джо Луис (Joe Louis). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-08. ციტირების თარიღი: 2016-06-06.