ჯორჯო „გევორგ“ პეტროსიანი (სომხ. Գևորգ Պետրոսյան; დ. 10 დეკემბერი, 1985, ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — სომეხი-იტალიელი კიკბოქსერი, რომელიც ასპარეზობს საშუალო წონით დივიზიონში. მედსახელად „ექიმი“.

ჯორჯო პეტროსიანი
ნამდვილი
სახელი:
დაბ. თარიღი: 10 დეკემბერი, 1985 (1985-12-10) (38 წლის)
დაბ. ადგილი: ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი
ფსევდონიმი
კემპო:
დოქტორი
აქტიურობის
წლები:
2002 - დღემდე
სტილი: კიკბოქსინგი, მუაი თაი

13 წლის ასაკში სომხეთიდან იტალიაში ემიგრაციის შემდეგ, პეტროსიანმა პროფესიონალური კარიერა დაიწყო 16 წლის ასაკში, როგორც მუაი-თაის მერძოლმა; მან ასპარეზობა 54 კილოგრამ კატეგორიაში დაიწყო, ხოლო მოგვიანებით 70 კილოგრამ კატეგორიაში გადაინაცვა; ამ პერიოდის გამნავლობაში პეტროსიანი მრავალი ტიტულის მფლობელი გახდა. 2007 წლის იანვარში ლუმპინეს ბოქსის სტადიონზე ნოსანან პორ. პრამუკთან მარცხის შემდეგ, ჯორჯო პეტორიანი 6 წლის განმავლობაში დაუმარცხებელი იყო; ამ პერიოდში მას ორმოცდაორ ბრძოლიანი მოგებათა სერია ჰქონდა. მოგებათა სერია შეწყდა 2013 წლის ნოემბერში, Glory 12: New York-ის ბრძოლაში, რომელშიც პეტროსიანს ანდი რისტე დაუპირისპირდა და დაამარცხა.

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ჯორჯო პეტროსიანი დაიბადა 1985 წლის 10 დეკემბერს, ერევანში, სომხეთის სსრ-ში (ახლანდელი სომხეთი), საბჭოთა კავშირში; მისი დაბადების სახელი იყო გევორგ პეტროსიანი; იგი მამამისთან, ანდრანიკთან და უფროს ძმასთან, სტეპანთან ერთად, ცამეტი წლის ასაკში ემიგრაციაში წავიდა იტალიაში (მათ ქვეყანაში უკანონოდ, სატვირთო მანქანის უკანა ნაწილში მყოფებმა მიაღწიეს. ისინი თავდაპირველად მილანში უსახლკაროდ ცხოვრობდნენ ცხოვრობდნენ, იძინებდნენ მატარებლების სადგურებსა და ქუჩებში, მაგრამ მოგვიანებით ისინი გორიზიაში ოჯახმა მიიღო, რომელმაც მათ ქარხანაში ღამის დარაჯად მუშაობა შესთავაზა. იტალიაში დასახლების შემდეგ ოჯახს მალევე შეუერთდა ჯორჯო პეტროსიანის დედა, სახელად კარინე, და სახელად ლიანა და უმცროსი ძმა სახეალდ არმენი (არმენი ძმის მსგავსად არის მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსში).[1]

ბრიუს ლისა და ჟან-კლოდ ვან დამი საბრძოლო ხელოვნების ფილმებით შთაგონებულმა პეტროსიანმა გადაწყვიტა თოთხმეტი წლის ასაკში ვარჯიში მუაი თაიში დაეწყო, თუმცა თავდაპირველად დარბაზსს მცირე ზომის გამო ჩამოშორდა.[2] იგი ჯიუტობდა და საბოლოოდ, 16 წლის ასაკში ვარჯიში განაახლა; ამჯერად იგი ალფიო რომანუტის ზედამხედველობის ქვეშ ვარჯიშობდა; მისი სავარჯიშო დარბაზი იყო „Satori Gladiatorium Nemesis“; პირველი ბრძოლა 16 წლის ასაკში გამართა.[3][4] იგი ცხოვრებას გორიზიაში, ჩრდილოეთ იტალიაში განაგრძობდა; კარიერის საწყის წლებში მუშაობდა აგურების მწყობელად.[5]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Petrosyan, l'armeno azzurro. avvenire.it.
  2. GIORGIO PETROSYAN (ITALY). siamfightmag.com.
  3. Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 29, 2011. ციტირების თარიღი: January 30, 2011.
  4. Gevorg Petrosyan interview. www.fansofk-1.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-05. ციტირების თარიღი: 2008-06-01.
  5. ĄÚĽŐĽĄĽ¤ĽżĄź¤ż¤Á¤ÎÁÇ´éĄŰ Âč2˛óĄĄĽ¸ĽçĽëĽ¸ĽŞĄŚĽÚĽČĽíĽˇĽ˘Ľó : ĽłĽéĽŕ. J Sports. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-19. ციტირების თარიღი: 2015-08-17.