ჯორდი ლა ფორჟი (ინგლ. Geordi La Forge) — „ვარსკვლავური გზის“ პერსონაჟი. მონაწილეობს სერიალში ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა და მომდევნო ფილმებში (თაობები, პირველი კონტაქტი, აჯანყება, შურისგება).

ჯორდი ლა ფორჟი
რასა ადამიანი
სქესი მამრობითი
დაბადების თარიღი 16 თებერვალი 2335[1]
საქმიანობა

USS Victory USS Enterprise-D USS Excalibur USS Enterprise-E

USS Challenger
წოდება ლეიტენანტი
თანამდებობა მთავარი ინჟინერი
ორგანიზაცია ვარსკვლავური ფლოტი
მონაწილეობს

ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა
ვარსკვლავური გზა: თაობები
ვარსკვლავური გზა: პირველი კონტაქტი
ვარსკვლავური გზა: აჯანყება

ვარსკვლავური გზა: შურისგება
მსახიობი ლევარ ბარტონი
IMDB IMDb პროფილი

ბიოგრაფია რედაქტირება

ლა ფორჟი დაიბადა 2335 წლის 16 თებერვალს, მან დაამთავრა ზეფრამ კოკრეინის სახელობის სკოლა და სწავლობდა ვარსკვლავური ფლოტის აკადემიაში 2353 - 2357 წლებში. 2357 მსახურობდა ხომალდზე USS Victory რომელსაც მეთაურობდა კაპიტანი ზიმბატა. მოგვიანებით გადავიდა ხომალდზე USS Hood, სადაც ასევე მსახურობდა უილიამ რაიკერი. ამ პრიოდში ლა ფორჟმა მიიღო უმცროსი ლეიტენანტის წოდება.

კაპიტანმა პიკარმა აიყვანა ლა ფორჟი თავის ეკიპაჟში მესაჭედ, თუმცა მეორე სეზონიდან მან დაიკავა მთავარი ინჟინრის თანამდებიობა და ასეევე მიიღოლეიტენანტის წოდება. 2372 წელს იგი გადავიდა ახალ ხომალდზე Enterprise-E. როცა ხომალდი მოხვდა 21_ე საუკუნეში იგი ეხმარებოდა ზეფრამ კოკრეინს პირველი ვარპ-ხომალდის აწყობასა და ვულკანელებთან კონტაქტის დამყარებაში.

ვიზორი რედაქტირება

ჯორდი ლა ფორჟი დაბადებიდან ბრმაა, ამიტომ იგი იყენებს მოწყობილობას სახელად ვიზორი (ინგლ. VISOR). ეს მოწყობილობა კეთდება თვალებზე სათვალის მსგავსად. იგი ახდენს ელექტრომაგნიტური სპექტრის სკანირებას, ქმნის ვიზუალურ სიგნალს და გადასცენს ტვინს მხედველობის ნერვის საშუალებით. დასახელება ვიზორი იშიფრება როგორც: Visual Instrument and Sensory Organ Replacement[2].

 

დაახლოებით 2371 - 2373 წლებს შორის ვიზორი შეიცვალა კიბერნეტიკული თვალით, რომელიც ასრულებდა იგივე ფუნქციებს. დაახლოებით 2371 - 2373 წლებს შორის ვიზორი შეიცვალა კიბერნეტიკული თვალით, რომელიც ასრულებდა იგივე ფუნქციებს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. http://memory-beta.wikia.com/wiki/Geordi_La_Forge
  2. Okuda, Mike; Okuda, Denise. The Star Trek Encyclopedia. Pocket Books. 1997. Second Edition. p. 546.