ჯონ ჩერჩილ მალბორო

ჯონ ჩერჩილ მალბორო (ინგლ. John Churchill Marlborough; დ. 26 მაისი, 1650, დევონშირი — გ. 16 ივნისი, 1722, კრენბორნ-ლოჯი, უინძორი) — ჰერცოგი (1702), ინგლისის მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე, გენერალი (1702). დააწინაურა იორკის ჰერცოგმა. მონაწილეობდა ინგლის-ჰოლანდიის ომში 1672–1674 წლებში. 1685 წელს იყო ელჩი საფრანგეთში. შემდეგ ხელმძღვანელობდა ჰერცოგ მონმუთის აჯანყების (1685) ჩახშობას სამხრეთ ინგლისში. პროტესტანტებთან სიახლოვის გამო შერისხეს (1687) და ვილჰელმ ორანელის მხარეზე გადავიდა. დედოფალ ანას მეფობის (1702-იდან) დროს დიდ როლს თამაშობდა ვიგების მთავრობაში. ესპანეთის მემკვიდრეობისათვის ომში (1701–1714) იყო მთავარსარდალი ინგლისური ჯარების კონტინენტზე. გაიმარჯვა 1704, 1706, 1708, 1709 წლის ბრძოლებში. სახელმწიფო სათავეში ტორის პარტიის მოსვლის (1711) შემდეგ გადააყენეს თანამდებობიდან, გაფლანგვის ბრალდება წაუყენეს და დიდი ჯარიმის გადახდა მიუსაჯეს. წავიდა ემიგრაციაში. სამშობლოში დაბრუნდა და 1714–1716 ინგლისის მეფის ჯორჯ I-ის სამსახურში ჩადგა.

ჯონ ჩერჩილ მალბორო

ლიტერატურა რედაქტირება