ჯონ ფავრო (ინგლ. Jon Favreau; დ. 19 ოქტომბერი, 1966) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი.

ჯონ ფავრო

ჯონ ფავრო 2016 წლის მარტში
დაბადების თარიღი 19 ოქტომბერი, 1966 (1966-10-19) (57 წლის)
ფლაშინგი, კუინზი, ნიუ-იორკი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა
  • მსახიობი
  • რეჟისორი
  • პროდიუსერი
  • სცენარისტი
აქტიური 1992-დან დღემდე
სიმაღლე 182,9 სმ
მეუღლე(ები) ჯოიე ტილემი (იქ. 2024)
შვილ(ებ)ი 3

ჯონ ფავრო დაიბადა ფლაშინგში (ნიუ-იორკი), მეიდელინ და ჩარლზ ფავროების ოჯახში. დაამთავრა ბრონქსის საშუალო სკოლა 1984 წელს.[1] იმავე წელს სწავლა განაგრძო კუინზის კოლეჯში,[2] რომელიც რამდენიმეჯერ მიატოვა. 1988 წელს გადავიდა ჩიკაგოში.[3] გარკვეული დროის შემდეგ გადადის ლოს-ანჯელესში, სადაც მონაწილეობას იღებს დაბალბიუჯეტიან ფილმებში.

იგი ცნობილია Marvel-ის კინოსამყაროსთან თანამშრომლობით, რომლისთვისაც გადაიღო ფილმები: „რკინის კაცი“ (2008) და „რკინის კაცი 2“ (2010), ასევე მოირგო ჰეპი ჰოგანის როლი ამავე ფილმებში. მან ჰეპი ჰოგანის როლის განსახიერება განაგრძო ფილმებში: შურისმაძიებლები“ (2012), „რკინის კაცი 3 (2013), „შურისმაძიებლები: ალტრონის ეპოქა“ (2015), „ადამიანი-ობობა: დაბრუნება“ (2017), „შურისმაძიებლები: უსასრულლობის ომი“ (2018), „შურისმაძიებლები: დასასრული“ (2019), „ადამიანი ობობა: სახლიდან შორს“ (2019) და „ადამიანი ობობა: სახლისკენ გზა არ არის“ (2021).

ფავრო ასევე რეჟისორია ფილმებისა: „ელფი“ (2003), „ზათურა: კოსმოსური თავგადასავალი“ (2005), „კოვბოიები და უცხოპლანეტელები“ (2011), „შეფმზარეული“ (2014), ჯუნგლების წიგნი (2016) და მეფე ლომი (2019).

კინომატოგრაფია რედაქტირება

ჯონ ფავროს გადაღებული ფილმები
ქართულად მშობლიური სახელი გამოშვების თარიღი ბიუჯეტი
(მილიონებში)
შემოსავალი
(მილიონებში)
RT შეფასება[4]
„ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის“ Made 2001 5 000 000 5 480 653 71%
(6.4/10)
„ელფი“ Elf 2003 33 000 000 220 000 000 83%
(7/10)
„ზათურა: კოსმოსური თავგადასავალი“ Zathura: A Space Adventure 2005 65 000 000 64 000 000 75%
(6.2/10)
„რკინის კაცი“ Iron Man 2008 140 000 000 585 000 000 93%
(7.9/10)
„რკინის კაცი 2“ Iron Man 2010 200 000 000 623 000 000 73%
(7.0/10)
„კოვბოიები და უცხოპლანეტელები“ Cowboys & Aliens 2011 163 000 000 174 000 000 45%
(6/10)
„შეფმზარეული“ Chef 2014 11 000 000 46 000 000 87%
(7.3/10)
„ჯუნგლების წიგნი“ The Jungle Book 2016 177 000 000 966 600 000 95%
(7.4/10)
„მეფე ლომი“ The Lion King 2019 260 000 000 1 654 653 262 52%
(7.2/10)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Austin, Ben. (August 5, 2011) Jon Favreau ('84) Succeeds Again With Cowboys & Aliens. The Bronx High School of Science Alumni Association & Endowment Fund. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 27, 2017. ციტირების თარიღი: ივლისი 29, 2019.
  2. Suter, Bob. (Fall 2006) Lighting Up the Arts: Extraordinary Queens College Alumni Who Have Gone on to Successful Careers in the Arts. Q Magazine. Queens College. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-31. ციტირების თარიღი: 2019-07-29.
  3. "Jon Favreau". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-26. ციტირების თარიღი: 2015.
  4. Jon Favreau. ციტირების თარიღი: July 12, 2019.