ჯონ კემპბელ მაკ-ტირნანი (ინგლ. John McTiernan; დ. 8 იანვარი 1951, ოლბანი, აშშ) — ამერიკელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი.

ჯონ მაკ-ტირნანი

ჯონ მაკ-ტირნანი
დაბადების სახელი ჯონ კემპბელ მაკ-ტირნანი
დაბადების თარიღი 8 იანვარი 1951
ოლბანი, აშშ
აქტიური 1886–დღემდე
მეუღლე(ები) კეროლ ლენდი (1974–?)
დონა დუბროუ (1988–1997)
კეიტ ჰარინგტონი (2003; სექტემბერი 2005; განქორწინებულნი 2012)

ჯონ მაკ-ტირნანი დაიბადა ქალაქ ოლბანში, ოპერის მომღერლის ოჯახში. დაამთავრა ჯულიარდის სკოლა და ნიუ-იორკში არსებული უნივერსიტეტი. შემდეგ მუშაობდა მანჰეტენის მუსიკის სკოლაში. სულ მალე ჯონ მაკ-ტირნანმა მიიღო ამერიკის კინოინსტიტუტის გრანტი და გადაიღო თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი კინოფილმი.

მისი პირველი ფილმია „მომთაბარეები“, რომელშიც მთავარ როლს პირს ბროსნანი ასრულებს. 1987 წლის ზაფხულში გამოვიდა ჯონ მაკ-ტირნანის სახელგანთქმული საბრძოლო ფანტასტიკა „მტაცებელი“, სადაც მთავარი როლი არნოლდ შვარცენეგერმა შეასრულა, ერთი წლის შემდეგ კი „კერკეტი კაკალი“ ბრიუს უილისის მონაწილეობით. გადაღებული აქვს აგრეთვე ფილმები „ტომას კრაუნის აფერა“, „ბაზა კლეიტონი“ და სხვა.

ფილმოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება