სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადამსი.

ჯონ კაუჩ ადამსი (ინგლ. John Couch Adams; დ. 5 ივნისი, 1819 — გ. 21 იანვარი, 1892, კემბრიჯი) — ინგლისელი ასტრონომი. ლონდონის ასტრონომიული საზოგადოების პრეზიდენტი. კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი (1858 წლიდან). კემბრიჯის ასტრონომიული ობსერვატორიის დირექტორი (1861 წლიდან). 1845 წელს პლანეტა ურანის მოძრაობაში შეშფოთებათა მათემატიკური ანალიზის საფუძველზე, უ. ლევერიესაგან დამოუკიდებლად, თეორიულად დაასაბუთა ახალი პლანეტის არსებობა. შემდგომში ლევერიეს გაანგარიშების საფუძველზე ეს პლანეტა ტელესკოპით აღმოაჩინეს და ნეპტუნი უწოდეს. ადამს ეკუთვნის მნიშვნელოვანი შრომები ცის მექანიკის დარგში, კერძოდ მთვარის მოძრაობაში საუკუნეობრივი აჩქარების გამოკვლევა. 1855 წელს შეიმუშავა ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებათა რიცხვითი ინტეგრირების სხვაობითი მეთოდი.

ჯონ კაუჩ ადამსი
ინგლ. John Couch Adams
დაბ. თარიღი 5 ივნისი, 1819(1819-06-05)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ლეინასტი[5]
გარდ. თარიღი 21 იანვარი, 1892(1892-01-21)[1] [2] [6] [3] [4](72 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მათემატიკოსი[5] , ასტრონომი[5] და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი კემბრიჯის ობსერვატორია[5] და სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სენტ-ჯონის კოლეჯი
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი[5], კოპლის მედალი[7] , ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი, ედინბურგის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი[5] და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი
გავლენა მოახდინეს

მთვარის ხილული მხარის ერთ ერთ კრატერს ჯონ კაუჩ ადამსისა და სხავ ორი ასტრონომის უოლტერ ადამსისა და ჩარლზ ჰიჩკოკ ადამსის პატივსაცემად ეწოდა სახელი ადამსი.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება