ჯონ დოლმაიანი (სომხ. Ճոն Տոլմայեան; დ. 15 ივლისი, 1973 წელი, ბეირუთი, ლიბანი) — სომეხი-ამერიკელი დრამერი და კომპოზიტორი. ის იყო ჯგუფების System of a Down და Scars on Broadway დრამერი. დოლმაიანი შეყვანილია Loudwire-ის ,,ყველა დროის ტოპ 200 მძიმე როკ + მეტალის დრამერის" სიაში.[1]

ჯონ დოლმაიანი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 15 ივლისი, 1973 (1973-07-15) (50 წლის)
დაბ. ადგილი ბეირუთი, ლიბანი
წარმოშობა სომხები
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი, ალტერნატიული როკი
საქმიანობა დრამერი და კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი დრამი
აქტიური 1997–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Interscope, Serjical Strike, American, Columbia, Axis of Justice
საიტი systemofadown.com
ჯონ დოლმაიანი ვიკისაწყობში

ადრეული წლები რედაქტირება

 
დოლმაიანი 2009 წელს

ჯონ დოლმაიანი დაიბადა ბეირუთში, ლიბანი, სომეხი მშობლების ოჯახში.[2][3] ლიბანის სამოქალაქო ომის დროს, მისი ოჯახი გადავიდა კალიფორნიაში.[4]

ჯონ დოლმაიანი დრამით პირველად ორი წლის ასაკში დაინტერესდა.[5] მან დრამზე დაკვრა ჩანაწერებით ისწავლა და დღეში საათობით ვარჯიშობდა. დოლმაიანი არის The Who-ის ფანი და ამ ჯგუფის დრამერი, ქეით მუნი წარმოადგენს მისი ინსპირაციის წყაროს. სხვა დრამერები, რომლებმაც მასზე დიდი გავლენა მოახდინეს იყვნენ: ლედ ზეპელინის ჯონ ბონემი, სტიუარტ კოპელენდი და ნილ პიარტსი.

ჯგუფი System of a Down რედაქტირება

ჯონ დოლმაიანი შეუერთდა System of a Down-ს 1997 წელს მას შემდეგ, რაც მათმა დრამერმა, ონტრონიკ "ენდი" ხაჩატურიანმა ჯგუფი დატოვა ხელის დაზიანების გამო.[6] დოლმაიანმა ჩაწერა ხუთი ალბომი ჯგუფთან ერთად. ესენია: System of a Down: System of a Down (1998), Toxicity (2001), Steal This Album! (2002), Mezmerize (2005) და Hypnotize (2005).[7]

დოლმაიანი დასახელდა 2006 წელს DRUM! Magazine-ის მიერ წლის დრამერად და იყო ჟურნალის მარტის გამოცემაში.[8]

ჯგუფი Scars on Broadway რედაქტირება

მას შემდეგ, რაც System of a Down 2006-ში დროებით დაიშალა, დოლმაიანი დარონ მალაქიანთან ერთად (System of a Down– ის გიტარისტი/ვოკალისტი) ჩამოაყალიბა ახალი ჯგუფი სახელწოდებით Scars on Broadway. მათ დაწერეს მათი სადებიუტო ალბომი 2007 და 2008 წლებში.[9] ალბომი გამოვიდა 2008 წლის ზაფხულში, თუმცა ალბომის ტური მოულოდნელად გაუქმდა 2008 წლის ოქტომბერში.[10]

2010 წლის 29 ივლისს Scars on Broadway-მ გამოუშვა ახალი ჩანაწერი, სახელწოდებით "Fucking".[11][12]

2018 წელს მოხდა ჯგუფის რეფორმირება, თუმცა ამ დროისთვის დოლმაიანი ჯგუფში აღარ იმყოფებოდა.[13]

სხვა პროექტები რედაქტირება

დოლმაიანმა დაუკრა Killing Joke–ის 2003 წლის ამავე სახელწოდების ალბომში[14] (თუმცა, დოლმაიანის მიერ შესრულებული ტრეკი ალბომში ვერ მოხვდა), ასევე Scum of the Earth-ის 2004 წლის სადებიუტო ალბომში, Blah...Blah...Blah...Love Songs for the New Millennium. მან ასევე დაუკრა დრამი „Axis of Justice“-ის საკონცერტო ტურნეზე.

2009 წლის ივნისში დოლმაიანმა შექმნა ახალი როკ-ჯგუფი სახელწოდებით Indicator ტომ კაპოზელასთან, რაიან ჰუბერთან და რაიან მერფისთან ერთად.[15] ჯგუფმა დაწერა 10-12 სიმღერა, თუმცა ოფიციალურად ისინი არ გამოსულა (აკუსტიკური დემოების გარდა).[16]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ჯონ დოლმაიანი დაქორწინებულია დიანა დოლმაიანზე, რომელიც არის სერჟ ტანკიანის ცოლის, ანჟელას და.

დოლმაიანი პოლიტიკურად საკმაოდ აქტიურია და სოციალური მედიის საშუალებით ღიად უჭერს მხარს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას.[17] დოლმაიანი ფლობს კომიქსების მაღაზიას (Torpedo Comics) ლას-ვეგასსა და ნევადაში.[18]

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Top 200 Hard Rock + Metal Drummers of All Time. ციტირების თარიღი: December 24, 2016
  2. allmusic (((John Dolmayan> Feedback))). ციტირების თარიღი: July 26, 2010
  3. John Dolmayan -Biography. IMDb. ციტირების თარიღი: July 26, 2010
  4. Flemming, Jack. (June 19, 2018) System of a Down drummer John Dolmayan snares a home in Glendale. ციტირების თარიღი: June 8, 2019
  5. Interview with John Dolmayan. Tama (September 15, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 20, 2011. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 10, 2021.
  6. OnTroniK: System of a Down Information. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 20, 2010. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 10, 2021.
  7. John Dolmayan - Credits.
  8. „Drum! March 2006 John Dolmayan“. Drum!. 117.[მკვდარი ბმული]
  9. SYSTEM OF A DOWN Members Recording 18 Songs For SCARS ON BROADWAY Debut (September 29, 2007). ციტირების თარიღი: April 24, 2018
  10. Scars On Broadway cancel US tour – NME (October 10, 2008). ციტირების თარიღი: April 24, 2018
  11. SCARS ON BROADWAY Announces Comeback Show (April 13, 2010). ციტირების თარიღი: April 24, 2018
  12. SCARS ON BROADWAY: New Song Available For Free Download (July 29, 2010). ციტირების თარიღი: April 24, 2018
  13. Daron Malakian Says SCARS ON BROADWAY's New Album Could Have Been New SYSTEM OF A DOWN Music (April 24, 2018). ციტირების თარიღი: April 24, 2018
  14. „Nirvana Pay Back Killing Joke“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 8, 2017. ციტირების თარიღი: June 8, 2017.
  15. Indicator | Gratis muziek, tourneedata, foto's, video's. Myspace.com. ციტირების თარიღი: October 11, 2011
  16. Indicator - Symbolic Eyes (Acoustic Demo), https://www.youtube.com/watch?v=FmV1U_n0-c4. წაკითხვის თარიღი: January 25, 2020
  17. System Of A Down's John Dolmayan: "Donald Trump is the greatest friend to minorities". NME (June 4, 2020).
  18. John Dolmayan opens comic book shop in Las Vegas en (2017-05-22). ციტირების თარიღი: 2020-09-15