ჯონ ფრენსის ბონჯოვი უმცროსი (ინგლ. John Francis Bongiovi, Jr., დ. 2 მარტი, 1962), უფრო მეტად ცნობილი, როგორც ჯონ ბონ ჯოვი — ამერიკელი მომღერალი-სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, ქველმოქმედი და მსახიობი, ყველაზე კარგად ცნობილი, როგორც როკ-ჯგუფ ბონ ჯოვის 1983 წელს დამაარსებელი და ლიდერი.

ჯონ ბონ ჯოვი

ჯონ ბონ ჯოვი 2017 წელს
დაბადების სახელი ჯონ ფრენსის ბონჯოვი უმცრ.
დაბადების თარიღი 2 მარტი, 1962 (1962-03-02) (62 წლის)
პერთ ემბოი, ნიუ-ჯერსი, აშშ
სხვა სახელები ჯონ ბონ ჯოვი უმცრ.
განათლება წმინდა ჯოზეფის სკოლა, სეირვილის სამხედრო მემორიალური სკოლა
საქმიანობა
  • მომღერალი-სიმღერების ავტორი
  • მუსიკალური პროდიუსერი
  • ქველმოქმედი
  • მსახიობი
აქტიური 1975–დღემდე
მეუღლე(ები) დოროთეა ჰარლი (1989-დღემდე)
შვილ(ებ)ი 4
მშობლები მამა: ჯონ ფრენსის ბონჯოვი უფრ.
დედა: კეროლ შარკი
ნათესავები ტონი ბონჯოვი
ინსტრუმენტი გიტარა, ვოკალი
ჟანრი
ლეიბლ(ებ)ი Island, Mercury
ასოციაციები ბონ ჯოვი, Scandal
აღსანიშნავი ინსტრუმენტები Takamine EF341C
Gibson Les Paul
Fender Telecaster
Duesenberg Starplayer TV[1]
საიტი bonjovi.com

თავისი კარიერის განმავლობაში გამოცემული აქვს ორი სოლო ალბომი და 12 სტუდიური ალბომი ჯგუფთან. ჩანაწერები დღემდე გაყიდულია 130 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით. გარდა ამისა, 1990-იანი წლებიდან მან კინოფილმებში მონაწილეობაც დაიწყო. მის როლებს შორის არის მონაწილეობა სერიალებშიც — „სექსი დიდ ქალაქში“ და „ელი მაკბილი“.

როგორც სიმღერების ავტორი, ბონ ჯოვი 2009 წლიდან შეყვანილია სიმღერების ავტორების დიდების დარბაზში.[2][3] 2012 წელს იგი Billboard-ის მუსიკალურ ბიზნესში ყველაზე გავლენიანი პიროვნებების სიაში #50 პოზიციას იკავებდა.[4] 1996 წელს People-მა იგი დაასახელა „ყველა დროის 50 ლამაზ პიროვნებას“ შორის. 2000 წელს იგივე ჟურნალმა მას უწოდა ყ„ველაზე სექსუალური როკ-ვარსკვლავი“. VH1-ის „100 ყველაზე სექსუალური შემსრულებლის“ სიაში ჯონი მეთერთმეტე ადგილს იკავებდა. Hit Parader-ის „100 საუკეთესო მძიმე მეტალის ვოკალისტის“ სიაში ჯონს 31-ე ადგილი ეკავა.[5]

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები
კომპილაციური ალბომები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Davies, Claire. Access All Areas: On the road with Bon Jovi. ციტირების თარიღი: 2 March 2017.
  2. Jon Bon Jovi inducted into Songwriters Hall of Fame. Songwritershalloffame.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-18. ციტირების თარიღი: 2014-07-21.
  3. Richie Sambora inducted into Songwriters Hall of Fame. Songwritershalloffame.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-14. ციტირების თარიღი: 2014-07-21.
  4. U2, Jon Bon Jovi Make Billboard's New Power List (January 30, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 29, 2013. ციტირების თარიღი: აპრილი 11, 2017.
  5. oz. Hit Parader’s Top 100 Metal Vocalists of All Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 8, 2019. ციტირების თარიღი: აპრილი 11, 2017.