ჯონ აბრაჰამი (დ. 17 დეკემბერი, 1972) —ინდოელი მსახიობი, პროდიუსერი, ფოტომოდელი, საფეხბურთო კლუბ NorthEast United FC-ის მფლობელი.ის ვეგეტარიანელი და ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველია.[1][2]

ჯონ აბრაჰამი
ჯონ აბრაჰამი

ბიოგრაფია რედაქტირება

 

ჯონ აბრაჰამი დაიბადა 1972 წლის 17 დეკემბერს, მუმბაიში, შერეული რელიგიური და ეთნიკური წარმოშობის ოჯახში. მსახიობის მამა პროფესიით არქიტექტორია.ის მალაიელი სირიელი ქრისტიანია კერალადან ხოლო დედა -ირანელი, წარმოშობით გუჯარათიდან. აბრაჰამის ზოროასტრული სახელია „ფარჰანი“, მაგრამ მას ნათლობისას ჯონი დაარქვეს.მას ჰყავს უმცროსი ძმა ალან აბრაჰამი. მსახიობი თავს სულიერ პიროვნებად თვლის, მაგრამ არ აღიარებს რამე განსაკუთრებულ რელიგიას. იგი ათეისტია [3]. ჯონმა დაამთავრა ჯაი ჰინდას კოლეჯი ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხით[4]1991 წელს გაიმარჯვა  მამაკაცთა შორის სილამაზის ნაციონალურ კონკურსში, შემდეგ წარადგინა ქვეყანა საერთაშორისო კონკურსში Gladrags Manhunt Contest ფილიპინებზე,სადაც მეორე ადგილის მფლობელი გახდა. სამოდელო კარიერა დაიწყო პენჯაბელი მომღერლის Jazzy B -ის კლიპის გადაღებით.

კინოდებიუტი შედგა 2003 წელს გადარებულ ფილმში „ოცნების ბნელი მხარე“, რისთვისაც იყო ნომინირებული პრემიაზე Filmfare Award მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს მისი თამაში  დიპ მეტას ფილმში „წყალი“[5].  2006 წელს გამოვიდა ოთხი ფილმი მსახიობის მონაწილობით: „წარსულის ტყვე“, „ტაქსი No 9211”, „მამა“ და „ქაბულის ექსპრესი“.ორ მათგანს დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად.

2012 წელს აბრაამი იყო პროდიუსერი ფილმისა "ვიკი დონორი“. მომდევნო წელს ფილმში "სროლა ვადალში" მსახიობმა კრიმინალური ავტორიტეტის მანია სვევის როლი შეასრულა. ფილმმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და გახდა "სუპერ ჰიტი". იმავე წელს გამოვიდა  "კაფე მადრასი", რომელმაც გაქირავებაში"საშუალო" სტატუსი მიიღო.  სიუჟეტში მოთხრობილი იყო მაიორის შესახებ, რომელიც შრი-ლანკაში სამოქალაქო ომში ჩაერია.

ამ ეტაპზე ჯონ აბრაამის ბოლო ნამუშევარებია: „ლამაზი ჯონი“- სამხრეთ კორეული ფილმის „ადამიანი არსაიდან“ ერთგვარი რიმეიქია, რომელიც ჩავარდა გაქირავებაში, „გასროლა“-კრიტიკოსების უარყოფითი შეფასების მიუხედავად, კომერციული წარმატება ხვდა და 2011 წელს გადაღებული ფილმის გაგრძელება -„სპეცრაზმი ფორსი 2“-მიიღო დადებითი შფასება და კომერციულად მომგებანი გამოდგა.

2014 წელს აბრაამმა დააარსა  საფეხბურთო კლუბი  NorthEast United FC-, რომელიც გუვაჰატიში მდებარეობს და რვა შტატს წარმოადგენს ინდოეთის სუპერლიგაში . როგორც მფლობელი, აბრაამი აქტიურად არის ჩართული კლუბის მენეჯმენტში. კლუბის თავმჯდომარეა მისი მეუღლე, პრიია რუნჩალი [6]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ფილმის „ოცნების ბნელი მხარე“  გადაღებების დროს ჯონ აბრაამი ხვდებოდა პარტნიორს ბიპაშა ბასუს .  წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობდა [7], მაგრამ 2011 წელს ისინი დაშორდნენ [8]

2014 წელს ჯონმა იქორწინა ინდური წარმომავლობის ამერიკელ  პრიია რუნჩალზე, რომელიც  ფინანსური ანალიტიკოსი და  ბანკირია.[9]

სქოლიო რედაქტირება

  1. Krishnan, Aishwarya (17 December 2016). "Happy Birthday, John Abraham: 7 things to know about the Bollywood hunk!". india.com. Archived from the original on 1 April 2017. Retrieved 1 April 2017.
  2. Want an eight pack like John Abraham? | health and fitness Archived 17 February 2017 at the Wayback Machine. Hindustan Times (22 April 2016). Retrieved 23 March 2017.
  3. 10 Indian Celebs Who Are Proclaimed Atheists.[მკვდარი ბმული] MensXP.com. მიმართვის თარიღი: 15 ნოემბერი 2015.
  4. Lover, Movie დაარქივებული 2013-03-04 საიტზე Wayback Machine. John Abraham Latest Movies Videos Images Photos Wallpapers Songs Biography Trivia On. დაარქივებული 2013-03-04 საიტზე Wayback Machine. Gomolo.com. მიმართვის თარიღი 13 ივნისი2012. 22 მარტი 2013 წელი
  5. "Water (2005)". Rotten Tomatoes. Archived from the original on 26 October 2013. Retrieved 3 September 2010.
  6. Cronin, James. John Abraham: From Bollywood star to the football boardroom at NorthEast United . BBC (23 March 2019). მიმართვის თარიღი25 მარტი 2019.
  7. It's London in spring time!, The Times of India (4 April 2007). მიმართვის თარიღი 3 სექტემბრი 2009.
  8. Relationship with John over for good: Bipasha. Mid-Day[მკვდარი ბმული] (25 July 2011). მიმართვის თარიღი 31 დეკემბერი 2011.
  9. Wedding bells Kangra Mcleodganj[მკვდარი ბმული] (19 April 2012).