ჯოზეფ სტენლი უილიასმი (დ. 1 სექტემბერი, 1960, სანტა მონიკა, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი როკ შემსრულებელი და კომპოზიტორი. ჯონი ისეთ ოჯახში გაიზარდა, რომლის თითქმის ყველა წევრს მუსიკასთან ან შოუბიზნესთან გარკვეული შეხება ჰქონია; მამა - ჯონ უილიამსი ფილმებისთვის ქმნიდა მუსიკას, დედა - ბარბარა რუიკი მომღერალი და მსახიობი იყო, ერთი პაპა — ჯონი უილიამსი ჯაზ-დრამერი იყო, ხოლო მეორე — მელვილ რიუკი — მსახიობი.

ჯოზეფ სტენლი უილიამსი

ჯოზეფ უილიამსი 2013 წელს შვედეთში ტოტოს 35-ე წლისთავისადმი მიძრვნილ ტურნეზე
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯოზეფ სტენლი უილიამსი
დაბ. თარიღი 1 სექტემბერი, 1960 (1960-09-01) (63 წლის)
დაბ. ადგილი სანტა-მონიკა
წარმოშობა სანტა მონიკა, კალიფორნია
ჟანრ(ებ)ი როკი
საქმიანობა მუსიკოსი, კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო
აქტიური 1982 - დღემდე
საიტი josephwilliams.totoweb.org
ჯოზეფ უილიამსი ვიკისაწყობში

კარიერა რედაქტირება

ტოტო რედაქტირება

 
ჯიზეფ უილიამსი (მარცხნივ) 2010 წელს კოპენჰაგენში ტოტოსთან ერთად

ჯოზეფ უილიამსი 1980-იან წლებში ტოტოს მთავარი ვოკალისტი იყო და ჯგუფის შემადგენლობაში რამდენიმე ალბომიც ჩაწერა. ესენია: Fahrenheit (1986) და The Seventh One (1988), შემდეგ კი, პირადი პრობლემების გამო, ჯგუფის დატოვება მოუხდა. მუსიკოსი მოსმენა ასევე შესაძლებელია Toto XX-ში (1988) - ალბომში, რომელიც ტოტოს იშვიათ და გამოუცემელ სიმღერებს აერთიანებს და 2006 წლის ალბომში, სახელწოდებით Falling in Between, რომელში შესულ ერთ-ერთ სიმღერაშიc - „Bottom of Your Soul" ჯოზეფმა სტივ ლუკათერთან მთავარი ვოკალისტის ამპლუა გაიზიარა.

2010 წელს, ტოტოს აღდგენის შემდეგ ჯოზეფ უილიამსი ჯგუფს დაუბრუნდა და დღესაც მის შემადგენლობაშია.[1]

სოლო მომღერლის კარიერა რედაქტირება

ჯოზეფ უილიამსის სოლო შემოქმედება, მსუბუქად რომ ვთქვათ, არც ისე შთამბეჭდავია. მას რამდენი მე ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგან არცერთს რაიმე კომერციული წარმატება ან აღიარება მომღერლისთვის არ მოუტანია. ჯოზეფმა პირველი ალბომი 1982 წელს ჩაწერა, სახელწოდებით Joseph Williams. მომდევნო ალბომებიდან კი მეტ-ნაკლები წარმატებით ისარგებლა 2003 და 2006 წლებში ჩაწერილმა Vertigo-მ და Vertigo 2-მა.

დისკოგრაფია რედაქტირება

ტოტოს ალბომები რედაქტირება

სოლო ალბომები რედაქტირება

  • 1982 Joseph Williams (ხელახლა გამოიცა 2002 წელს)
  • 1996 I Am Alive
  • 1997 3
  • 1999 Early Years
  • 2003 Vertigo
  • 2006 Two of Us
  • 2006 Vertigo 2
  • 2007 Smiles and Tears
  • 2008 This Fall
  • 2011 Williams/Friestedt

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Official TOTO Website - Joseph Williams. www.toto99.com. ციტირების თარიღი: 2013-08-10.