ჯოზეფ დოლტონ ჰუკერი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰუკერი.

ჯოზეფ დოლტონ ჰუკერი (დ. 30 ივნისი, 1817, ჰეილზუორთი — გ. 10 დეკემბერი, 1911, სანინგდეილი) — ინგლისელი ბოტანიკოსი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1858), უილიამ ჯექსონ ჰუკერის შვილი.

ჯოზეფ დოლტონ ჰუკერი

1839-1943 წლებში მონაწილეობდა ანტარქტიკის ექსპედიციაში (ავსტრალია, ახალი ზელანდია, კერგელენი, ცეცხლოვანი მიწა, ფოლკლენდის კუნძულები). 1847–1851 წლებში შეისწავლა ჩრდილოეთ ინდოეთისა და ნეპალის ფლორა. 1865-1885 წლებში კიუს ბოტანიკის ბაღის დირექტორი, 1873-1878 წლებში ლონდონის სამეფო საზოგადოების პრეზიდენტი, დარვინის იდეების მიმდევარი. მცენარეთა გვარების (Genera plantarum) მიმოხილვის ავტორი (ჯ. ბანტამთან ერთად). 1893 წელს ჰუკერმა შექმნა თესლოვანი მცენარეების ყველა აღწერილი სახეობის საძიებელი („Index kewensis“).

ლიტერატურა რედაქტირება