ჯოელ შუმახერი (ინგლ. Joel Schumacher (/ˈʃmɑːkər/; დ. 29 აგვისტო, 1939, ნიუ-იორკი — გ. 22 ივნისი, 2020, იქვე) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, რომელიც აქტიური იყო 1970-2010-იან წლებში.

ჯოელ შუმახერი

შუმახერი 2003 წელს
დაბადების თარიღი 29 აგვისტო, 1939
ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი პარსონსის დიზაინის სკოლა
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
აქტიური 1970–2017

დაიბადა და გაიზარდა ნიუ იორკში, ნიუ-იორკის შტატში. ოთხი წლის ასაკში გარდაეცვალა მამა. პარსონსის დიზაინის სკოლის დამთავრების შემდეგ გახდა Revlon-ის მოდის დიზაინერი.[1][2] მოგვიანებით კინოწარმოებით დაინტერესდა.

ადრეულ წლებში იყო ფილმების კოსტიუმების დიზაინერი, ისეთების როგორებიცაა „Play It as It Lays“ (1972), „ბოლო კრუიზი გემ „შილაზე“ (1973),[3]„მძინარე“ (1973), „შეყვარებული ბლუმი“ (1973),[4] „მეორე ავენიუს ტყვე“ (1975) და „ინტერიერი“ (1978).[5][6] 1974 წელს იყო ფილმ „მკვლელი ფუტკრების“ დამდგმელი მხატვარი. 1976 წლიდან კინოსცენარების წერა დაიწყო. 1981 წელს გადაიღო პირველი ფილმი „დაუჯერებელი ქალი“, ხოლო ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ფილმებიით — „წმინდა ელმოს ჩირაღდანი“ (1985) და „დაკარგული ბიჭები“ (1987). 1995 წელს დაინიშნა ფილმის „ბეტმენი სამუდამოდ“ რეჟისორად, ამას მოჰყვა გაგრძელება „ბეტმენი და რობინი“ (1997), რომელიც მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ ცუდ ფილმად კინოს ისტორიაში. 2004 წელს გადაიღო მუსიკალური დრამა „ოპერის მოჩვენება“, რომელიც დაფუძნებულია ენდრიუ ლოიდ ვებერის ამავე სახელწოდების მიუზიკლზე.

2019 წელს ჯოელ შუმახერს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. გარდაიცვალა 2020 წლის 29 აგვისტოს, ნიუ-იორკში, 80 წლის ასაკში,

რეურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Young U.S. Designers Say Paris Has Had It“. The Corpus Christi Caller-Times. May 6, 1965. p. 20. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 24, 2020. ციტირების თარიღი: სექტემბერი 27, 2020 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  2. „They're Egotistical But Lack Confidence“. Hartford Courant. May 19, 1966. p. 38. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 24, 2020. ციტირების თარიღი: სექტემბერი 27, 2020 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  3. „Schumacher To Design Clothing“. Clarion-Ledger. December 8, 1972. p. 51. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 23, 2020. ციტირების თარიღი: სექტემბერი 27, 2020 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  4. „Futuristic 'Sleeper': A Film With Behind-Times Costumes“. The Los Angeles Times. January 1, 1974. p. 62. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 23, 2020. ციტირების თარიღი: სექტემბერი 27, 2020 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  5. „Joel Schumacher, Director of Batman Films and ‘Lost Boys,’ Dies at 80“. Variety. June 22, 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 24, 2020. ციტირების თარიღი: სექტემბერი 27, 2020 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  6. „The Time Of The Cuckoo“. The Los Angeles Times. March 10, 1974. p. 495. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 25, 2020. ციტირების თარიღი: სექტემბერი 27, 2020 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.