ჯიზია (არაბ. جزْية) — სულადი გადასახადი, რომელსაც არაბთა სახალიფოში, შემდგომ კი სხვა სახელმწიფოშიც, იხდიდნენ არამუსლიმანი ქვეშევრდომები (ზიმიები) - სრულწლოვანი, შრომისუნარიანი მამაკაცები (ქალები, ბავშვები, მოხუცები, მონები, მათხოვრები, ბერმონაზვნები ჯიზიისაგან თავისუფლდებოდნენ).

ჯიზიას იხდიდნენ ყოველწლიურად ფულით ან ნატურით. მუსლიმანური სამართლის მიხედვით ჯიზიას იხდიდნენ ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ძალითაც არამუსლიმანებს სიცოცხლისა და საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტია ეძლეოდათ. ასეთ შემთხვევაში ჯიზია ხშირად კომლობრივ გადასახადს წარმოადგენდა. ასე იყო, მაგალითად საქართველოში არაბთა დაპყრობების დროს.

ლიტერატურა რედაქტირება