ჯვარი (ქალაქი)

ქალაქი საქართველოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯვარი (მრავალმნიშვნელოვანი).

ჯვარი — ქალაქი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ენგურის ნაპირას, ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 280 მ სიმაღლეზე. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები, საზოგადოებრივი ცენტრი. შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები. ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. 2014 წელს განიხილებოდა ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნა, რომელშიც უნდა გაერთიანებულიყო სოფლები ლია, ფახულანი, ჭალე, მუჟავა, ეწერი და ჩქვალერი, ხოლო ცენტრი ყოფილიყო ქალაქი ჯვარი. აღნიშნული გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.[2][3]

ქალაქი
ჯვარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°43′03″ ჩ. გ. 42°03′03″ ა. გ. / 42.71750° ჩ. გ. 42.05083° ა. გ. / 42.71750; 42.05083
ამჟამინდელი სტატუსი 1981
ცენტრის სიმაღლე 280
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 763[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 416
საფოსტო ინდექსი 5200
ჯვარი (ქალაქი) — საქართველო
ჯვარი (ქალაქი)
ჯვარი (ქალაქი) — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ჯვარი (ქალაქი)

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 763 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[4] 5054 -- --
2002[4]   4794 -- --
2014[1]   763 359 404

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ჯვარის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ინიციატივა
  3. წალენჯიხის საკრებულო არ დაეთანხმა ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნის მოსაზრებას
  4. 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-09. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2019.