ჯეფრი ლინ გოლდბლუმი (ინგლ. Jeffrey Lynn Goldblum, /ˈɡldblm/; დ. 22 ოქტომბერი, 1952) — ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსი. მონაწილეობა აქვს მიღებული მისი დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმებში: „იურული პარკი“ (1993) და „დამოუკიდებლობის დღე“ (1996), ისევე როგორც სიკველებში: „დაკარგული სამყარო: იურული პარკი (1997), „იურული სამყარო: დაცემული სამეფო“ (2018)[2] და „დამოუკიდებლობის დღე: აღორძინება“ (2016).

ჯეფ გოლდბლუმი

გოლდბლუმი San Diego Comic-Con-ის ფესტივალზე 2017 წელს
მშობლიური სახელი Jeff Goldblum
დაბადების თარიღი 22 ოქტომბერი, 1952 (1952-10-22) (71 წლის)
პიტსბურგი, პენსილვანია, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, მუსიკოსი
აქტიური 1974-დღემდე
მეუღლე(ები)
  • პატრისია გოლი (იქ. 1980; გ. 1986)
  • ჯინა დეივისი (იქ. 1987; გ. 1990)
  • ემილი ლივინგსტონი
     (იქ. 2014)
    [1]
შვილ(ებ)ი 2

ჯეფ გოლდბლუმი დაიბადა უესტ-ჰომსტედში, პენსილვანიაში, რუსი და ავსტრიელი ამიგრანტების ოჯახში.[3][4] დედამისი, შირლი, რადიოწამყვანი იყო, ხოლო მამამისი, ჰაროლდი კი ექიმი.[5][6] როდესაც გოლდბლუმს 17 წელი შეუსრულდა, სამსახიობო კარიერის დასაწყებად გადავიდა ნიუ-იორკში. მისი დებიუტი შედგა ბროდვეის მიუზიკლში „ორი ვერონელი აზნაური“, ხოლო 1974 წელს გადაიღეს ფილმში „სიკვდილის სურვილი“.

მისი ადრეული ფილმებია: „სხეულის გამტაცებელთა შემოჭრა“ (1978), „დიდი იმედგაცრუება“ (1983), „ღამეში“ (1985). იგი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა დეივიდ კრონენბერგის ფილში „ბუზი“ მონაწილეობით, რისთვისაც გადაეცა სატურნის ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი კაცი.

გოლდბლუმს, აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ფილმებში: „აყლაყუდა“ (1989), „პუდრი“ (1995), „ეგვიპტის პრინცი“ (1998), „კატები ძაღლების წინააღმდეგ“ (2001), „იგბი დაბლა მიექანება“ (2002), „ცხოვრება წყალქვეშ“ (2004), „გაცოცხლებული ადამი“ (2008), „უიქენდი პარიზში“ (2013), „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“ (2014) და „თორი: რაგნაროკი“ (2017).[7] იგი, აგრეთვე გამოჩნდა რამდენიმე ტელესერიალში, მათ შორის ტელესერიალის „კანონი და წესრიგი: კრიმინალური განზრახვა“ მეცხრე და მეათე სეზონებში[8]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Yahr, Emily (11 ნოემბერი, 2014). „Jeff Goldblum married a contortionist half his age“. The Washington Post. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. Ford, Rebecca (26 აპრილი, 2017). „Jeff Goldblum Joins 'Jurassic World' Sequel (Exclusive)“. Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. Curtis, Nick. (29 იანვარი, 2008) What Jeff loves about London - Theatre & Dance - Arts - London Evening Standard. Standard.co.uk. ციტირების თარიღი: 28 ოქტომბერი, 2012.
  4. Jeff Goldblum goes to the head of the class | Fall Preview. Jewish Journal (10 სექტემბერი, 2012). ციტირების თარიღი: 28 ოქტომბერი, 2012.
  5. Curtis, Nick (2008-01-29). „What Jeff loves about London“. This is London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-01. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  6. "Jeff Goldblum: Not Dead Yet". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-01. ციტირების თარიღი: 2018-09-09.
  7. Breznican, Anthony. (20 მაისი, 2016) Thor: Ragnarok: Cate Blanchett, Jeff Goldblum, and more join cast. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: 21 მაისი, 2016.
  8. Jeff Goldblum Has 'Criminal Intent,'Chris Noth leaving 'Law & Order' series. Zap2it. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივნისი, 2008. ციტირების თარიღი: 27 ივნისი, 2008.