ჯერომ სეიმურ ბრუნერი (დ. 1 ოქტომბერი, 1915 – გ. 5 ივნისი, 2016) — ამერიკელი ფსიქოლოგი, რომელმაც მნიშნელოვანი წვლილი შეიტანა ადამიანის კოგნიტურ ფსიქოლოგიაში და კოგნიტური სწავლების თეორიაში.[16] იგი კვლევებს აწარმოებდა ჰარვარდის, ოქსფორდის და ნიუ-იორკის უნივერსიტეტებში. 2002 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ბრუნერი XX საუკუნის ყველაზე ხშირად ციტირებად ფსიქოლოგთა ჩამონათვალში 28-ე ადგილს იკავებს.[17]

ჯერომ ბრუნერი
დაბ. თარიღი 1 ოქტომბერი, 1915(1915-10-01)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი[6]
გარდ. თარიღი 5 ივნისი, 2016(2016-06-05)[7] [2] [3] [4] (100 წლის)
გარდ. ადგილი მანჰეტენი
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ფსიქოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და პედაგოგი
მუშაობის ადგილი ჰარვარდის უნივერსიტეტი[8] და ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი, დიუკის უნივერსიტეტი და კემბრიჯის უნივერსიტეტი
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[9] , ბალცანის პრემია, ტორნდაიკის ჯილდო[10] , William James Fellow Award[11] , ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ჯილდო ფსიქოლოგიაში შეტანილი მნიშვნელოვანი სამეცნიერო წვლილი[12] , ჟირონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, honorary doctor of the University of Neuchâtel[13] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, honorary doctorate of the Autonomous University of Madrid, honorary doctor of the National University of Rosario, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[14] და Award for Distinguished Contributions to Developmental Psychology[15]
საიტი psych.nyu.edu/bruner

განათლება და ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ბრუნერი დაიბადა ბრმა (კატარაქტის გამო), 1915 წლის 1 ოქტომბერს, ნიუ–იორკში, ჰერმან და როუზ ბრუნერების ოჯახში, რომლებიც იყვნენ პოლონელი ებრაელი ემიგრანტები.[18] [19] 2 წლის ასაკში გაკეთებულმა ოპერაციამ აღუდგინა მხედველობა. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში 1937 წელს დიუკის უნივერსიტეტიდან, ხოლო 1939 წელს განაგრძო მაგისტრის ხარისხისათვის სწავლა ფსიქოლოგიაში, შემდეგ კი 1941 წელს ფსიქოლოგიის დოქტორის წოდება მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტიდან. 1939 წელს ბრუნერმა გამოაქვეყნა თავისი პირველი ფსიქოლოგიური სტატია თიმუსის ექსტრაქტის გავლენის შესახებ მდედრი ვირთხების სექსუალურ ქცევაზე.[20] მეორე მსოფლიო ომის დროს ბრუნერი მსახურობდა უზენაესი შტაბის მოკავშირეთა საექსპედიციო ძალის კომიტეტის ფსიქოლოგთა სამმართველოზე გენერალ დუაიტ ეიზენჰაუერის დაქვემდებარებაში და იკვლევდა სოციალურ-ფსიქოლოგიურ ფენომენებს. [21]

კარიერა და კვლევა რედაქტირება

1945 წელს ბრუნერი დაბრუნდა ჰარვარდში, როგორც ფსიქოლოგიის პროფესორი და მთლიანად იყო ჩაბმული კვლევაში, რომელიც ეხებოდა კოგნიტურ ფსიქოლოგიასა და საგანმანათლებლო ფსიქოლოგიას. 1972 წელს, ბრუნერმა დატოვა ჰარვარდი, რათა ესწავლებინა გაერთიანებული სამეფოს ოქსფორდის უნივერსიტეტში. იგი შეერთებულ შტატებში დაბრუნდა 1980 წელს, რათა გაეგრძელებინა კვლევა განვითარების ფსიქოლოგიაში. 1991 წელს ბრუნერი შეუერთდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტს (NYU), სადაც ასწავლიდა, ძირითადად, იურიდიულ სკოლაში.[22]

როგორც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დამხმარე პროფესორმა, ბრუნერმა შეისწავლა, თუ როგორ მოქმედებდა ფსიქოლოგია იურიდიულ პრაქტიკაზე. მისი კარიერის განმავლობაში ბრუნერს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება იელის უნივერსიტეტში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, ახალ სკოლაში, სორბონში და იყო ამერიკული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის თანამშრომელი.[23] ის 2015 წლის ოქტომბერში 100 წლის გახდა [24] და გარდაიცვალა 2016 წლის 5 ივნისს. [25] [26]

კოგნიტური ფსიქოლოგია რედაქტირება

ბრუნერი არის კოგნიტური ფსიქოლოგიის ერთ–ერთი პიონერი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

1947 წელს, ბრუნერმა გამოაქვეყნა მისი ნაშრომი „მნიშვნელობა და საჭიროება, როგორც ორგანიზების ფაქტორები აღქმაში.“[27]

განათლების ფსიქოლოგია რედაქტირება

ჰარვარდში მოღვაწეობის დროს ბრუნერმა გამოაქვეყნა ნამუშევრების სერია მიმდინარე განათლების სისტემების შეფასებისა და განათლების გაუმჯობესების გზების შესახებ. 1961 წელს მან გამოსცა წიგნი „განათლების პროცესი“. ბრუნერი იყო პრეზიდენტის სამეცნიერო საკონსულტაციო კომიტეტის საგანმანათლებლო კოლეგიის წევრი ჯონ კენედისა და ლინდონ ჯონსონის პრეზიდენტობის დროს. მისი ზოგადი მოსაზრებით, განათლება მხოლოდ ფაქტების დამახსოვრებაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული. 1964–1996 წლებში ბრუნერი ცდილობდა, შეემუშავებინა საგანმანათლებლო სისტემის სრული სასწავლო გეგმა, რომელიც დააკმაყოფილებდა მოსწავლეების საჭიროებებს სამი ძირითადი მიმართულებით, რომელსაც მან უწოდა „ადამიანი: სასწავლო კურსი“. ბრუნერს სურდა შეექმნა საგანმანათლებლო გარემო, რომელიც ფოკუსირებული იქნებოდა სამ საკითხზე: (1) რა იყო ადამიანებში გამორჩეულად ადამიანური, (2) როგორ მიიღეს ეს ადამიანებმა და (3) როგორ შეიძლება გახდნენ უფრო მეტად ადამიანურები.[20] 1966 წელს ბრუნერმა გამოაქვეყნა განათლებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი წიგნი, „სწავლების თეორიისკენ“, შემდეგ კი 1973 წელს კიდევ ერთი წიგნი „განათლების შესაბამისობა“. 1996 წელს განათლების კულტურაში ბრუნერმა შეაფასა საგანმანათლებლო პრაქტიკის მდგომარეობა საგანმანათლებლო კვლევის დაწყებიდან სამი ათწლეულის შემდეგ. ბრუნერმა წვლილი შეიტანა ბავშვთა ადრეული მოვლის პროგრამაში. [28] ბრუნერზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რეჯო-ემილიას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 1995 წელს ვიზიტმა და მათთან თანამშრომლობითი ურთიერთობა დაამყარა საერთაშორისო სისტემების გაუმჯობესების მიზნით. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ურთიერთობა იტალიის განათლების სამინისტროსთან, რომელმაც ოფიციალურად აღიარა ამ ინოვაციური გამოცდილების მნიშვნელობა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 გუგენჰაიმის მუზეუმი — 1937.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  5. Babelio — 2007.
  6. Брунер Джером Сеймур // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  7. https://web.archive.org/web/20160606204808/http://www.telereggio.it/2016/06/06/addio-a-jerome-bruner/
  8. https://psychology.fas.harvard.edu/people/jerome-bruner
  9. https://www.gf.org/fellows/all-fellows/jerome-bruner/
  10. https://apadiv15.org/awards/division-15-career-achievement-award/past-recipients-of-the-career-achievement-award/
  11. https://www.psychologicalscience.org/members/awards-and-honors/fellow-award/recipent-past-award-winners
  12. https://www.apa.org/about/awards/scientific-contributions?tab=3
  13. https://www.unine.ch/unine/home/luniversite/Evenements/dies-academicus/dies-academicus-2013.html
  14. https://www.cavavub.be/nl/eredoctoraten
  15. https://www.apadivisions.org/division-7/awards/distinguished-contributions?tab=3
  16. In Memoriam: Jerome Bruner, 1915–2016.
  17. „The 100 most eminent psychologists of the 20th century“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  18. Bourgoin, Suzan Michele (1997). Encyclopedia of World Biography. Gale. ISBN 978-0-7876-2549-8. 
  19. Schudel, Matt (2016). Jerome S. Bruner, influential psychologist of perception, dies at 100. The Washington Post, June 7, 2016
  20. 20.0 20.1 Palmer, Joy (2001). Fifty Modern Thinkers on Education: From Piaget to the Present. Taylor & Francis Inc.. ISBN 978-0-415-22409-3. 
  21. Bruner in Inside the Psychologist's Studio YouTube-ზე (interview March 2, 2013)
  22. Bruner, Jerome (Winter 2004). „A Short History of Psychological Theories of Learning“. Daedalus. 133 (1): 13–20S. doi:10.1162/001152604772746657. JSTOR 20027892.
  23. NYU Psychology, Jerome Bruner, Research Professor of Psychology. New York University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05.
  24. Pioneering Psychologist Jerome Bruner on the Act of Discovery and the Key to True Learning.
  25. „Jerome Bruner (1915–2016) Psychologist who shaped ideas about perception, cognition and education“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  26. Benedict Carey. "Jerome S. Bruner, Who Shaped Understanding of the Young Mind, Dies at 100", The New York Times, June 8, 2016. Accessed June 9, 2016.
  27. Bruner, Jerome; Goodman, Cecile (1947). „Value and Need as Organizing Factors in Percepton“. Journal of Abnormal and Social Psychology. 42: 33–44. doi:10.1037/h0058484. PMID 20285707.
  28. Bruner, Jerome. NYU Faculty Page.