ჯერედ ჯოზეფ ლეტო (ინგლ. Jared Joseph Leto დ. 26 დეკემბერი, 1971, ლუიზიანა) — ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი, პროდიუსერი, მსახიობი, რეჟისორი და პერიოდულად მოდელი. ლეტო გამოჩნდა ჰოლივუდის დიდი ბიუჯეტის მქონე ფილმებში, რამაც უფრო მეტად ცნობილი გახადა. მან ითამაშა 1994 წლის 19 სერიიან დრამაში — „ჩემი ეგრეთ წოდებული ცხოვრება“. კინოში მისი დებიუტი შედგა 1995 წელს ფილმში „როგორ გავაკეთოთ ამერიკული საბანი“, რის შემდეგაც ითამაშა 1997 წელს ფილმში „პრეფონტეინი“, სადაც მისმა თამაშმა დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ხალხისგან, ისე კინოკრიტიკოსებისგან. სხვადასხვა კინოჯილდოს შორის 2014 წელს მიღებული აქვს ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში ფილმში „დალასის შემსყიდველთა კლუბი“.

ჯერედ ლეტო

ლეტო San Diego Comic-Con-ზე 2016 წელს
დაბადების სახელი ჯერედ ჯოზეფ ლეტო
დაბადების თარიღი 26 დეკემბერი, 1971 (1971-12-26) (52 წლის)
ბოსიერ-სიტი, ლუიზიანა, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი სახვითი ხელოვნების სკოლა
საქმიანობა
  • მსახიობი
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • რეჟისორი
აქტიური 1992–დღემდე
ინსტრუმენტები ვოკალი, გიტარა
ჟანრი ალტერნატიული როკი
ლეიბლი
ასოციაციები Thirty Seconds to Mars
საიტი jaredleto.com

ლეტო ამერიკული როკ-ჯგუფის, 30 Seconds to Mars-ის მთავარი ვოკალისტი, ინსტრუმენტალისტი და სიმღერების ავტორია. ჯგუფი ჩამოყალიბდა 1998 წელს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი ჯერედ ლეტოსა და მის ძმას, შენონ ლეტოს მიუძღვით. ბენდმა მსოფლიო მასშტაბით დიდებას მეორე ალბომის A Beautiful Lie გამოშვებისას მიაღწია.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1998 ქალაქური ლეგენდები urban legends პოლი
1999 შავი და თეთრი black and white ქეისი
1999 გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს Girl, Interrupted ტობი ჯეიკობსი
1999 მებრძოლთა კლუბი Fight Club ანგელოზის სახე
2000 ამერიკელი ფსიქოპატი American psycho პოლი
2000 ოცნების რეკვიემი Requiem for a Dream ჰარი გოლდფარბი
2004 ალექსანდრე Alexander ჰეფესტიონი
2009 მისტერ არავინ Mr. Nobody ნემო
2013 დალასის შემსყიდველთა კლუბი Dallas Buyers Club რეიონი
2016 თვითმკვლელთა რაზმი Suicide Squad ჯოკერი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება