ჯენიფერ ჰადსონი

ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი

ჯენიფერ კეიტ ჰადსონი (ინგლ. Jennifer Kate Hudson; დ.12 სექტემბერი, 1981), აგრეთვე ცნობილია ზედმეტსახელით J.Hudამერიკელი მომღერალი და მსახიობი, რომელიც მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მომღერლად. ხშირად მოიხსენიებენ „სოულის პრინცესად“.

ჯენიფერ ჰადსონი

ჰადსონი 2018 წელს
მშობლიური სახელი Jennifer Kate Hudson
დაბადების სახელი ჯენიფერ კეიტ ჰადსონი
დაბადების თარიღი 12 სექტემბერი, 1981 (1981-09-12) (42 წლის)
ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი ლანგსტონის უნივერსიტეტი
აქტიური 2004–დღემდე
შვილ(ებ)ი 1
მუსიკალური კარიერა
ინსტრუმენტები ვოკალი
აქტიურობის წლები 2006–დღემდე
ჟანრი
ლეიბლები
ასოციაციები Ne-Yo
საიტი jenniferhudson.com

ჯენიფერ კეიტ ჰადსონი დაიბადა 1981 წლის 12 სექტემბერს ჩიკაგოში, ილინოისის შტატში,[1][2] დერნელ დონერსონისა[3] და სემიუელ სიმპსონის ოჯახში.[4] დაამთავრა დანბარის კოლეჯი 1999 წელს.[5]

ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო მუსიკალურ ტელეშოუ „American Idol“-ში მონაწილეობით 2004 წელს. მისი დებიუტი კინოში შედგა 2006 წლის ფილმში „ოცნების გოგონები“, რისთვისაც მიიღო ოსკარის,[6] ოქროს გლობუსის, BAFTA-სა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოები. მას აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: „სექსი დიდ ქალაქში“ (2008), „ფუტკრების საიდუმლო ცხოვრება“ (2008), „ვინი მანდელა“ (2011), „გარდაუვალი დამარცხება მისტერის და პიტის“ (2013), „ჩირაკი“ (2015), „სენდი უექსლერი“ (2017), „კატები“ (2019) და ა.შ.

2006 წლის ნოემბერში ჰადსონმა ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ ლეიბლთან Arista Records. 2008 წელს გამოსცა სადებიუტო ალბომი Jennifer Hudson, რისთვისაც მიიღო გრემის ჯილდო საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომისთვის. ალბომის გაყიდვებმა მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონი ასლი შეადგინა, ხოლო აშშ-ში ოქროს სტატუსი მიენიჭა, აგრეთვე ოქროს სტატუსი მიენიჭა მის მომდევნო ორ ალბომს — I Remember Me (2011) და JHUD (2014). 2017 წელს მან მიიღო გრემის კიდევ ერთი ჯილდო.

2008 წლის 24 ოქტომბერს ჰადსონების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. 31 წლის უილიამ ბალფურმა, ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა კეიტ ჰადსონის დედა, ძმა და ძმის შვილი,[7][8] რის გამოც ჰადსონმა გარკვეული პერიოდით შეწყვიტა ფართომასშტაბიან ღონისძიებებში მონაწილეობა.

2013 წელს, ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა ჰადსონი სახელობის ვარსკვლავი.[9] მისი დებიუტი ბროდვეიზე შედგა 2015 წელს სპექტაკლში „იისფერი“. 2017-2018 წლებში იყო ბრიტანული და ამერიკული The Voice“-ის ჟიურის წევრი.[10]

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2006 ოცნების გოგონები Dreamgirls ეფი უაიტი
2008 სექსი დიდ ქალაქში Sex and the City ლუისი
2008 ფუტკრების საიდუმლო ცხოვრება The Secret Life of Bees როზალინ დაისი
2009 Fragments – Winged Creatures კეტი არქენაულტი
2011 ვინი მანდელა Winnie Mandela ვინი მანდელა
2012 სამი იდიოტი The Three Stooges როზმარი
2012 სმეში Smash ვერონიკა მური
2013 მიწოდე შეშლილი Call Me Crazy: A Five Film მეგი
2013 გარდაუვალი დამარცხება მისტერის და პიტის The Inevitable Defeat of Mister & Pete გლორია
2013 Black Nativity ნაიმა კობსი
2014 ძილისპირული Lullaby კერი
2015 იმპერია Empire მიშელ უაიტი
2015 ჩირაკი Chi-Raq ირენი
2016 ზოოსტარი Sing ახალგაზრდა ნანა ნუდლმენი
2016 ემი შუმერის შიგნით Inside Amy Schumer თვითონ
2016 ტფ დარწმუნება Confirmation ანჯელა რაიტი
2017 სენდი უექსლერი Sandy Wexler კორტნი
2018 All Rise მის ჰარმონი
2019 კატები Cats გრიზელდა
2021 პატივისცემა Respect არეთა ფრანკლინი

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Monitor“. Entertainment Weekly (1276). Sep 13, 2013. p. 28.
  2. Person: Jennifer Hudson: Biography. ციტირების თარიღი: September 24, 2017.
  3. Social Security Death Index. Ssdi.rootsweb.ancestry.com (July 15, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 24, 2017. ციტირების თარიღი: September 24, 2017.
  4. Hoekstra, Dave (December 16, 2006). „Living the dream“. Chicago Sun-Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 4, 2009. ციტირების თარიღი: July 8, 2009.
  5. „Chicago fetes hometowner Jennifer Hudson“. China Daily. March 6, 2007. ციტირების თარიღი: September 24, 2017.
  6. „AMPAS Drops '85th Academy Awards' - Now It's Just 'The Oscars'. TheWrap (ინგლისური). 2013-02-19. ციტირების თარიღი: 2017-04-09.
  7. „Jennifer Hudson's Mom, Brother Shot to Death“. KLTA News. October 24, 2008. ციტირების თარიღი: October 25, 2008.[მკვდარი ბმული]
  8. Tareen, Sophia. (October 27, 2008) FBI says body found is that of Hudson's nephew, 7. Yahoo! News. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 1, 2008. ციტირების თარიღი: October 27, 2008.
  9. Toomey, Alyssa (13 ნოემბერი, 2013). „Jennifer Hudson Honored With Star on Hollywood Walk of Fame—Take a Look!“. E! Online. ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  10. „Jennifer Hudson Joins U.K. Version of 'The Voice' as Coach“. Variety.com. 29 სექტემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)