ჯელალიები (თურქ. მხ. რ. Celâlî) — აჯანყების მონაწილენი ოსმალეთის იმპერიაში (ძირითადად ანატოლიაში) XVI-XVII საუკუნეებში. სახელი ეწოდათ თოქათში 1519 წლის აჯანების მეთაურის — ჯელალის მიხედვით. ჯელალიების ძირითად მასას შეადგენდნენ გლეხები, მონაწილეობდნენ აგრეთვე წვრილი ფეოდალები, ფეოდალური ლაშქრის მეომრები, რომლებიც იბრძოდნენ სულთნის ხელისუფლების წინააღმდეგ და დაკარგული სამფლობელოების დასაბრუნებლად. ერთ-ერთი უდიდესი იყო ჯელალის 1595-1603 წლების აჯანყება.

ლიტერატურა რედაქტირება