ჯეიმზ III (შოტლანდია)

ჯეიმზ III (ინგლ. James III; დ. 10 ივლისი, 1451, სტირლინგის სასახლე — გ. 11 ივნისი, 1488, სოჩიბერნი) — შოტლანდიის მეფე სტიუარტების დინასტიიდან. მეფობდა 1460-1488 წლებში.

ჯეიმზ III
James III
შოტლანდიის მეფე
კორონაცია: 10 აგვისტო, 1460
მმართ. დასაწყისი: 3 აგვისტო, 1460
მმართ. დასასრული: 11 ივნისი, 1488
წინამორბედი: ჯეიმზ II
მემკვიდრე: ჯეიმზ IV
რეგენტი: მარი გუელდერელი
ჯეიმზ კენედი
რობერტი, ბოიდის ლორდი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 ივლისი, 1451
დაბ. ადგილი: სტირლინგი, შოტლანდია
გარდ. თარიღი: 11 ივნისი, 1488
გარდ. ადგილი: სოჩიბერნი, შოტლანდია
მეუღლე: მარგარეტ დანიელი
შვილები: ჯეიმზ IV
ჯეიმზი, როთსეის ჰერცოგი
ჯონი, მარის ერლი
დინასტია: სტიუარტები
მამა: ჯეიმზ II
დედა: მარია გელდერნელი
რელიგია: კათოლიციზმი

ჯეიმზ III-ის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. ვარაუდობენ, რომ ის დაიბადა 1452 წლის მაისში, ან 1451 წლის 20 ივლისს. პრინცი ჯეიმზი 9 წლის იყო, როცა მისი მამა, ჯეიმზ II გარდაიცვალა და ტახტი მას ერგო. გამომდინარე იქიდან, რომ ჯეიმზი არასრულწლოვანი იყო, მისი რეგენტი დედამისი გახდა. 1463 წელს დედამისი გარდაიცვალა და რეგენტი ჯეიმზ კენედი გახდა. 1469 წელს ჯეიმზმა უკვე ხელში აიღო ძალაუფლება.

ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ, ახალგაზრდა მეფემ მარგარეტ დანიელზე იქორწინა. მათ ამ ქორწინებიდან სამი ვაჟი ჰყავდათ - ჯეიმზი, (რომელიც მომავალში მეფე გახდა), როსის ჰერცოგი ჯეიმზი და მარის ერლი ჯონი.

ჯეიმზ III რენესანსის ეპოქის პირველი მეფე იყო და მისი რეპუტაციაც ძალიან მაღალი იყო. მას სურდა, რომ გაეფართოვებინა შოტლანდიის საზღვრები და ინგლისთან ომი წამოიწყო, დაეკავებინა ინგლისის რამდენიმე ქალაქი, თუმცა უშედეგოდ. 1474 წელს, ამ ორ ქვეყანას შორის ალიანსი დაიდო და მშვიდობა დამყარდა.

ჯეიმზ III 1489 წელს სოჩიბერნის ბრძოლაში გარდაიცვალა. მის შემდეგ ტახტზე მისი ახალგაზრდა ვაჟი, ჯეიმზ IV ავიდა, რომელსაც მომავალში ანალოგიური ბედი ეწია და ფოლდენის ბრძოლაში გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება