ჯეიმზ კირკი (ინგლ. James Tiberius Kirk) — „ვარსკვლავური გზის“ პერსონაჟი. ვარსკვლავური გზა: ორიგინალური სერიალის და ფილმების მთავარი გმირი.

ჯეიმზ კირკი

უილიამ შეტნერი ჯეიმზ კირკის როლში
რასა ადამიანი
სქესი მამრობითი
დაბადების თარიღი 22 მარტი 2233
დაბადების ადგილი აიოვა, პლანეტა დედამიწა
გარდაცვალების თარიღი 2371
საქმიანობა

USS Republic
USS Farragut
USS Enterprise (მეთაური)
ვარსკვლავური ფლოტი
ვარსკვლავური ფლოტის აკადემია

USS Enterprise-A (მეთაური)
წოდება კაპიტანი, კონტრ-ადმირალი
ორგანიზაცია ვარსკვლავური ფლოტი
მონაწილეობს

ვარსკვლავური გზა: ორიგინალური სერიალი
ვარსკვლავური გზა: ანიმაციური სერიალი
ვარსკვლავური გზა: ფილმი
ვარსკვლავური გზა II: ხანის რისხვა
ვარსკვლავური გზა III: სპოკის ძიება
ვარსკვლავური გზა IV: გზა შინისაკენ
ვარსკვლავური გზა V: უკანასკნელი ზღვარი
ვარსკვლავური გზა VI: აღმოუჩენელი ქვეყანა
ვარსკვლავური გზა: თაობები
ვარსკვლავური გზა (2009)

ვარსკვლავური გზა: ბნელში
პირადი ნომერი SC 937-0176 CEC
მსახიობი

უილიამ შეტნერი

კრის პაინი
IMDB IMDb პროფილი

ბიოგრაფია რედაქტირება

 
ჯეიმზ კირკი, სპოკთან და ლეონარდ მაკ-კოისთან ერთად

ჯეიმზ კირკი დაიბადა 2233 წლის 22 მარტს აიოვაში[1][2].

კირკმა წარმატებით დაამთავრა ვარსკვლავური ფლოტის აკადემია 2250 წელს. სტაჟირება გაიარა ხომალდზე რესპუბლიკა (ინგლ. USS Republic) 2251 წელს დაბრუნდა აკადემიაში როგორც ინსტრუქტორი[1]. 2254 წელს ლეიტენანტის რანგში დაინიშნა ხომალდზე ფარაგუტი (ინგლ. USS Farragut NCC-1647).

2264 წელს დაინიშნა „ენტერპრაიზის“ კაპიტნად. კირკის მეთაურობით „ენტერპრაიზმა“ შეასრულა თავისი ისტორიული ხუთწლიანი სამეცნიერო მისია[3]. რამდენიმე წლის შემდეგ კირკმა მიიღო კონტრ-ადმირალის წოდება. 2271 წელს „ვიჯერის კრიზისის“ დროს ადმირალმა კირკმა დროებით მიიღო „ენტერპრაიზის“ მეთაურობა. 2284 წელს მან შეკრიბა „ენტერპრაიზის“ ეკიპაჟი თავის ძველი მტრის — ხან სინგხის წინააღმდეგ[1]. 2285 წელს თავისი მეგობრის — სპოკის გადარჩენისას „ენტერპრაიზის“ გატაცებისთვის ჩამოაქვეითეს კაპიტნობამდე და დანიშნეს ახალ ხომალდზე „ენტერპრაიზ NCC-1701-A“ (ინგლ. USS Enterprise NCC-1701-A), რომელსაც მეთაურობდა 2293 წლამდე.

2293 წელს კლინგონურმა სასამართლომ მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა კანცლერის მკვლელობისთვის, თუმცა მოგვიანებით ბრალდება მოუხსნეს და გაათავისუფლეს.

იმავე წელს ხომალდის „ენტერპრაიზ-В“ გამოცდისას კირკი გაუჩინარდა და თვლიდნენ დაღუპულად. სინამდვილეში იგი მოხვდა დროით ანომალიაში, სადაც შეხვდა კაპიტან ჟან ლუკ პიკარს 2371 წლიდან და დაეხმარა მას ტოლიან სორანის შეჩერებაში. ამ შეტაკებისას იგი გადავარდა კლდიდან და დაიღუპა.

ალტერნატიული რეალობა რედაქტირება

2009 წლის ფილმში გადმოცემულია ალტერნატიული რეალობა[4], ამის გამო განსხვავებილადაა წარმოდგენილი კირკის პიროვნება, მისი წარმომავლობა, ურთიერთობა სპოკთან[5]. რეალობების გაყოფის წერტილია კირკის დაბადების დღე 2233 წელს.

2009 წლის ფილმში ჯეიმზ კირკის როლს ასრულებს კრის პაინი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Okuda, Mike and Denise Okuda, with Debbie Mirek (1999). The Star Trek Encyclopedia. Pocket Books. ISBN 0-671-53609-5. 
  2. Star Trek Kirk, James T. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-28. ციტირების თარიღი: 2013-03-01.
  3. Asherman, Alan (1993-05-01). The Star Trek Compendium. ISBN 978-0-671-79612-9. 
  4. Burr, Ty (May 5, 2009). „Star Trek“. The Boston Globe. p. 1. ციტირების თარიღი: May 6, 2009.
  5. Jensen, Jeff. 'Star Trek': New Movie, New Vision გვ. 4. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 4, 2009. ციტირების თარიღი: January 21, 2009.