ჯეიმზ გოსლინგი (დაიბადა: 19 მაისი, 1955, ქ. კალგარიში, ალბერტას საგრაფო, კანადა). იგი ცნობილია როგორც ჯავა პროგრამირების ენის ავტორი.

ჯეიმზ გოსლინგი

განათლება და კარიერა რედაქტირება

1977 წელს ჯეიმზ გოსლინგმა დაამთავრა კალგარის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი კომპიუტერულ მეცნიერებათა განხრით. 1983 წელს მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (კომპიუტერულ მეცნიერებებში) კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში (აშშ). სადოქტოროზე მუშაობის პერიოდში გოსლინგი მონაწილეობდა ცნობილი ტექსტური რედაქტორის იმაქსის შექმნაში იუნიქსთან თავსებადი ოპერაციული სისტემებისთვის. სან მიკროსისტემზ-ში მუშაობის დაწყებამდე მან შექმნა უნიქსის რამდენიმე მულტიპროცესორული ვერსია. ასევე - რამდენიმე კომპილატორი და მეილის (ფოსტის) ტრანსფერის აგენტი.

1984 წლიდან მოყოლებული, გოსლინგი სან მიკროსისტემზში მუშაობს. დღესდღეობით (2006 წლისთვის) გოსლინგი სანის პროგრამირების პროდუქტთა ჯგუფის უფროსი ტექნიკური ოფიცერია (CTO).

პროგრამირება რედაქტირება

ცნობილია, რომ გოსლინგი უმეტესად ეპლის პაუერბუკს იყენებს პროგრამირებისთვის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება