ჯაჰილია (არაბ. جاهلية — უვიცობა, უმეცრება, უმეცრების ხანა) — წარმართობა, წარმართობის ხანა. ჯაჰილია აღნიშნავს უშუალოდ ისლამის წარმოშობის წინარე ხანას და ძველ არაბულ რელიგიას. მართლმორწმუნე მუსლიმანები ჯიჰალიაში გულისხმობენ უმეცრებას — „ჭეშმარიტი რელიგიის“ — ისლამის არცოდნას. ისინი ამ უვიცობის, უმეცრების მდგომარეობიდან ალაჰმა გამოიყვანა, აღამაღლა, განადიდა და სწორ გზაზე დააყენა.

ლიტერატურა რედაქტირება