ჯაღბუბი (არაბ. الجغبوب, იტალ. Giarabub) — განმარტოებული ოაზისი ლიბიაში, ლიბიის უდაბნოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ეგვიპტის საზღვრის სიახლოვეს. სიგრძე 40 კმ, სიგანე 20 კმ. მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით –10 მ-ით დაბლა, ღრმულში. მისგან აღმოსავლეთით ანალოგიურ ღრმულში მდებარეობს სივის ოაზისი. კულტივირებულია ფინიკის პალმა. ჯაღბუბში დაიბადა ლიბიის მეფე იდრის I. მიწისქვეშა წყლების რეზერვუარია, რის გამოც ირგვლივ შექმნილია დასახლება. 2006 წლის აღწერის მონაცემებით ჯაღბუბში ცხოვრობს 2768 ადამიანი.

სოფელი
ჯაღბუბი
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
კოორდინატები 29°44′33″ ჩ. გ. 24°31′01″ ა. გ. / 29.74250° ჩ. გ. 24.51694° ა. გ. / 29.74250; 24.51694
ცენტრის სიმაღლე −10 მეტრი
სასაათო სარტყელი UTC+2[1]
ჯაღბუბი — ლიბია
ჯაღბუბი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. http://ar.thetimenow.com/libya