ჯატაკა — (სანსკრიტული; სიტყვასიტყვით — მოთხრობა (ბუდას) წინა დაბადებაზე) — ძველი ინდური ლიტერატურის ჟანრი. ლეგენდის, არაკის ტიპის მოთხრობა, რომელშიც აღწერილია ბუდას წინა დაბადებანი, ნაჩვენებია როგორ დაძლია მან დაბადებათა, გარდასახვათა თანამიმდევრობა და მიაღწია სრულ ნეტარებას (ნირვანას). ჯატაკას საფუძვლად უდევს ფოლკლორული მასალა, რომელიც ემსახურება ბუდიზმის დოქტრინის ილუსტრირებას და კარგად ასახავს ბუდიზმის ხალხურ გაგებას. გამოყენებულია ინდური ლიტერატურის ტრადიციული ხერხები — პროზის და ლექსის მონაცვლეობა, ადამიანებივით მოლაპარაკე და მოქმედი ცხოველების მონაწილეობა, სენტიციები. ამ ჟანრის უძველესი ნიმუშები წარმოდგენილია კრებულში „ჯაკატა“, ბუდისტური კანონიკური ძეგლის „ტიპიტაკას“ მეორე წიგნის „სუტაპიტაკას“ სუტრათა მეხუთე კრებულის მეათე ნაწილში. ამ კრებულის მრავალი სიუჟეტი გავრცელდა მსოფლიო ლიტერატურაში. არსებობს ჯატაკას მრავალი ვერსია საშუალო და ახალ ინდურ ენებზე. ჯატაკამ გავლენა მოახდინა აზიის ხალხების, განსაკუთრებით ბუდისტური რელიგიის ქვეყნების თხრობითი ლიტერატურის განვითარებაზე.

ლიტერატურა რედაქტირება