ჯარი (ზაქათალა)

სოფელი აზერბაიჯანში, ზაქათალას რაიონი

ჯარი (აზერ. Car) — სოფელი აზერბაიჯანში, ზაქათალის რაიონში. მოსახლეობის რაოდენობა — 4 633 კაცი.

სოფელი
ჯარი
აზერ. Car
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რეგიონი შაქი-ზაქათალა
რაიონი ზაქათალა
კოორდინატები 41°40′19″ ჩ. გ. 46°41′14″ ა. გ. / 41.67194° ჩ. გ. 46.68722° ა. გ. / 41.67194; 46.68722
ცენტრის სიმაღლე 754 მეტრი
მოსახლეობა 4 633
სასაათო სარტყელი UTC+04:00
Azerbaijan location map.svg
Azerbaijan location map.svg

ისტორია რედაქტირება

ადგილის ისტორიული სახელწოდებაა ფიფინეთი. XVI საუკუნიდან აქ დამკვიდრდნენ ლეკები და ეწოდა ჭარი. მოსე ჯანაშვილის მიხედვით ჭარი ნიშნავს ჭაობიან ადგილს. იყო ჭარ-ბელაქანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი. 1830 წელს ჭარის წინ გაშენდა ქალაქი ზაქათალა. XX საუკუნის დასაწყისში დასახლებული იყო ლეკებით და შედგებოდა 14 უბნისგან. მოსახლეობა შეადგენდა 4010 ადამიანს.[1]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ჯანაშვილი მ., „საინგილო“ // ძველი საქართველო / თაყაიშვილი ე., ტ. II, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1913. — გვ. 77-78.