ჯაპანა

სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

ჯაპანასოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგოითის თემში (სოფლები: ნიგოითი, ქვიანი, ჩოლაბარგი, ჭყონაგორა, ჯაპანა, ჯიხეთის მონასტერი). მდებარეობს გურიის ქედის ჩრდილოეთ კალთის ძირას, ზღვის დონიდან 50 მ. ქალაქ ლანჩხუთიდან დაშორებულია 12 კილომეტრით. სოფელში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე, გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა, საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. ასევე გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ჯაპანა-აბაშა. სოფლის ტერიტორიაზე არის სამი ტბა: ჯაპანის ტბა, დიდი ნარიონალი და მცირე ნარიონალი.

სოფელი
ჯაპანა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი ნიგოითი
კოორდინატები 42°05′47″ ჩ. გ. 42°12′04″ ა. გ. / 42.096472° ჩ. გ. 42.201167° ა. გ. / 42.096472; 42.201167
ცენტრის სიმაღლე 50
მოსახლეობა 306[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,7 %, უკრაინელები 1,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჯაპანა — საქართველო
ჯაპანა
ჯაპანა — გურიის მხარე
ჯაპანა

ციხე რედაქტირება

სოფელში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – შუა საუკუნეების ციხე. ციხე მდებარეობს კლდოვან ბორცვზე. ყველაზე მაღალ ადგილას აღმართულია ციხის ციტადელი, რომელსაც გარს ერტყმის ბურჯებითა და კოშკებით გამაგრებული გალავანი. კედლები ნაგებია „ფარდაგულად“ – ქვით, აგურითა და ბათქაშის ხსნარით. ციხის მახლობლად დიდი ნასოფლარია, სადაც შემორჩენილია 3 ეკლესიის ნაშთი, მათ შორის ერთია „პატარა ჯიხეთად“ წოდებული ეკლესია.[2]

მოსახლეობა რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[3] 350
1911[4]   407
2002   361
2014   306

თევზის მეურნეობა რედაქტირება

საბჭოთა პერიოდში, 1934 წელს სოფელში მოეწყო თევზის მეურნეობა 140 ჰექტარ ფართობზე. ტბორები წყალს იღებდა მდინარე რიონისა და ხევისწყლისგან. მისი მწარმოებლურობა 70-80 ტონას შეადგენდა.[5]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-28. ციტირების თარიღი: 2019-09-28.
  3. Кавказский календарь на 1910 год
  4. Кавказский календарь на 1912 год
  5. ღლონტი გ., ცერცვაძე გ., „გურიის რეგიონის აგრარული სექტორის ეკონომიკა“ გვ. 97 — თბილისი, 2014, ISBN 978-9941-10-913-3