ჯან ჯუნ იანგი (დ. 21 თებერვალი, 1989) — სამხრეთ კორეელი მომღერალი, რადიო DJ, მსახიობი და ტელეწამყვანი. პირველი აღიარება მოიპოვა ტელეშოუში „Superstar K4“ (2012), სადაც მესამე ადგილის მფლობელი გახდა. 2015 წლიდან იანგი როკ-ჯგუფის (JJY Band) მთავარი ვოკალისტია.

ჯან ჯუნ იანგი

ჯან ჯუნ იანგი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 21 თებერვალი, 1989
დაბ. ადგილი ჯაკარტა, ინდონეზია
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, ფორტეპიანო
აქტიური 2010–დღემდე
ჯან ჯუნ იანგი ვიკისაწყობში

2013 წლის ოქტომბერში იანგმა პირველ ოფიციალურ დებიუტთან და მინი ალბომთან ერთად მოიგო ჯილდო „ახალი სოლო ვოკალისტი მამაკაცი“. შემდეგ მან გამოუშვა მისივე წარმოებული მეორე მუსიკალური ალბომი, „მოზარდი“, რომელიც ექვს საკუთარ სიმღერას მოიცავს.

ჯან ჯუნ იანგი დაიბადა 1989 წლის 21 თებერვალს ინდონეზიის ქალაქ ჯაკარტაში. იგი იზრდებოდა ინდონეზიაში, ჩინეთში, იაპონიაში, საფრანგეთსა და ფინეთში. მამამისი ბიზნესმენია.

ბავშვობაში იანგმა ისწავლა საუბარი ხუთ ენაზე. მათ შორისაა ინგლისური, ჩინური, კორეული. ბევრი მოგზაურობის გამო იანგი ვერ დადიოდა ჩვეულებრივ სკოლაში, ამიტომაც მასწავლებლებთან ემზადებოდა მათემატიკაში, ინგლისურ ენაში; დადიოდა პიანინოსა და ვიოლინოს გაკვეთილებზე. გარდა ამისა, მას აქვს მიღებული მეოთხე ხარისხის შავი ქამარი ტაიკვანდოში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება