ჯანიბექ გირეი (ყირიმ. Canibek Geray, جانيبک كراى‎; დ. ბახჩისარაი, ყირიმის სახანო, 1568როდოსი, ოსმალეთის იმპერია, 1636) — ყირიმის ხანი ორჯერ: 1610–1623 და 1628–1635 წლებში, დევლეთ I გირეის მე-3 ვაჟის, შაქაი მუბარექ გირეის უფროსი შვილი.

ჯაბიბექ გირეი
Canibek Giray
ყირიმის მე-18 ხანი
მმართ. დასაწყისი: 1610
მმართ. დასასრული: ოქტომბერი, 1623
წინამორბედი: სელამეთ I გირეი
მემკვიდრე: მეჰმედ III გირეი
ყირიმის ხანი (მეორედ)
მმართ. დასაწყისი: 1628
მმართ. დასასრული: 1635
წინამორბედი: მეჰმედ III გირეი
მემკვიდრე: ინაიეთ გირეი
სულთანი: აჰმედ I
მუსტაფა I
ოსმან II
მურად IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1568
დაბ. ადგილი: ბახჩისარაი, ყირიმის სახანო
გარდ. თარიღი: 1636
გარდ. ადგილი: როდოსი, ოსმალეთის იმპერია
შვილები: მუბარექ გირეი
საჰიბ გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: შაქაი მუბარექ გირეი
(დევლეთ I-ის ვაჟი)
რელიგია: სუნიტური ისლამი

ბიოგრაფია რედაქტირება

ჯანიბექი დაიბადა ბახჩისარაიში, ბაბუის, დევლეთ I გირეი-ის მმართველობის პერიოდში. აღიზარდა თავისი ბიძების, ისლამ II გირეისა და გაზი II გირეის კარზე. 1588 წელს მონაწილეობა მიიღო პოლონეთ-ლიტვის წინააღმდეგ ლაშქრობაში, რომელშიც ყირიმელი თათრები სასტიკად დამარცხდნენ. 1593 წელს, ბიძამისმა, გაზი II გირეი-მ სიკვდილით დასაჯა ჯანიბექის მამა, შაქაი მუბარექ გირეი. ამის შემდეგ ჯანიბექი რამდენიმეჯერ აუჯანყდა ბიძას, მაგრამ უშედეგოდ.

1594 წელს გაზი გირეიმ ჯანიბექის სიკვდილით დასჯა ბრძანა, მაგრამ ის გადაარჩინეს მისი მეორე ბიძის, სელამეთ I გირეის მომხრეებმა. 1595-1604 წლებში გადახვეწილი იყო ნოღაის ურდოში, საიდანაც რამდენიმეჯერ გაილაშქრა ყირიმზე გაზი II გირეის ტახტიდან ჩამოსაგდებად.

სელამეთისა და თოხთამიშ გირეის დაპირისპირების დროს მხარი დაუჭირა სელამეთს. 1608 წელს ოსმალეთის სულთანმა, აჰმედ I-მა დანიშნა ბიძამისის კალგად. იმავე წელს სელამეთი გარდაიცვალა და ხანის ტიტული გარკვეული ბრძოლების შემდეგ, სწორედ ჯანიბექმა მიიღო.

მას მალევე აუჯანყდნენ მისი ბიძაშვილის, საადეთ II გირეის ვაჟები, მეჰმედ III გირეი და შაჰინ გირეი. მათ აჯანყებას ყირიმში დიდი სისხლისღვრა მოჰყვა. 1620 წელს ჯანიბექმა ოსმალები დაიხმარა და დროებით ჩაახშო დიდი ამბოხი.

1623 წელს ოსმალეთის იმპერია დიდმა ქაოსმა მოიცვა. იმპერიის სხვადასხვა კუთხეებში მიმდინარე აჯანყებებით ისარგებლა მეჰმედ III გირეი-მ და მოულოდნელად აუჯანყდა ჯანიბექს, ტახტიდან ჩამოაგდო ის და სიმფეროპოლის ციხეში გამოკეტა. 5 წლიანი ტყვეობის შემდეგ ჯანიბექმა კაზაკების დახმარებით მეჰმედ გირეი გადააყენა და დაიბრუნა ყირიმის ხანის ტიტული. მან კალგად ჯერ თავისი უმცროსი ძმა, დევლეთ გირეი დანიშნა, ხოლო 1631 წელს, მეორე ძმა, აზამათ გირეი, რომელიც მალევე მოაკვლევინა. ნურედინად კი დანიშნა სელამეთ I გირეის ვაჟი, მუბარექი, რომელიც კაზაკებთან ბრძოლას შეეწირა.

1630-იან წლებში რამდენიმეჯერ მიიღო მონაწილეობა ოსმალეთის ლაშქრობებში პოლონეთსა და სეფიანთა იმპერიაში. 1634 წელს ხარკი არ გადაუხადა ოსმალებს, რის გამოც 1635 წელს, მურად IV-ის ბრძანებით ტახტიდან ჩამოაგდეს და კუნძულ როდოსზე გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა 1 წლის შემდეგ, 68 წლის ასაკში.

მის შემდეგ, ოსმალეთის სულთნის ბრძანებით ყირიმის ხანის ტიტული მიიღო მისმა ბიძაშვილმა, გაზი გირეის ერთადერთმა გადარჩენილმა ვაჟმა, ინაიეთ გირეიმ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Гайворонский Алексей. Созвездие Гераев. — Симферополь, 2003 г.
  • Олекса Гайворонский «Повелители двух материков», том 1, Киев-Бахчисарай, 2007 г. ISBN 978-966-96917-1-2