ჯანან დაღდევირენი

ჯანან დაღდევირენი (თურქ. Canan Dağdeviren, დ. 4 მაისი, 1985) — თურქი აკადემიკოსი, ფიზიკოსი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ პროფესორი. დაღდევირენი არის პირველი თურქი მეცნიერი ჰარვარდის საზოგადოების ისტორიაში, რომელიც გახდა ჰარვარდის უნივერსიტეტის სტიპენდიანტთა საზოგადოების უმცროსი თანამშრომელი.[2] ამ საზოგადოების წევრები ქმნიან მექანიკურად ადაპტირებულ ელექტრომექანიკურ სისტემებს.[2] დაღდევირენს მიაჩნია, რომ ბუნებისა და ადამიანის სხეულის სასიცოცხლო ინფორმაცია „კოდირებულია“ სხვადასხვა ფორმის ფიზიკური ანაბეჭდებით. მისი კვლევები ფოკუსირებულია ამგვარი კოდირებული ანაბეჭდების გაშიფვრაზე და მათგან გამომავალი სასარგებლო სიგნალების ან ენერგიების ამოცნობაზე.[2]

ჯანან დაღდევირენი
თურქ. Canan Dağdeviren
დაბ. თარიღი 4 მაისი, 1985 (1985-05-04) (38 წლის)
დაბ. ადგილი სტამბოლი, თურქეთი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
საქმიანობა ინჟინერი
მუშაობის ადგილი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტი,
საბანჯის უნივერსიტეტი,
ილინოისის უნივერსიტეტი,
ჰარვარდის უნივერსიტეტი
ჯილდოები ფულბრაიტის სტიპენდია და 100 ქალი[1]
გავლენა მოახდინეს

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ჯანან დაღდევირენი დაიბადა სტამბოლში, თურქეთში 1985 წლის 4 მაისს. მას ორი უმცროსი ძმა ჰყავს. ჯანანმა დაწყებითი სკოლა იზმითში დაასრულა. მისი ოჯახი 1999 წლის მიწისძვრის გამო იძულებული გახდა იზმითი დაეტოვებინა. ამის გამო დაღდევირენმა საშუალო სკოლა ადანაში დაასრულა.

დაღდევირენი სამეცნიერო საკითხებით ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა. Discover Magazine- სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ის განცვიფრებული იყო ქვების ერთმანეთზე დაჯახებისას ნაპერწკლების წარმოქნით. „მე მიყვარდა ეს აზრი, რომ ამ მასალის დეფორმაციით ნაპერწკლებს ქმნიდი - ეს ძალიან ამაღელვებელი იყო“ - განაცხადა მან ინტერვიუში.[3] მისი დაინტერესების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ჯანანი მამის მიერ მიცემულ წიგნს ასახელებს, რომელშიც მარი სკლოდოვსკა-კიურის ბიოგრაფია იყო აღწერილი. იგი სწრაფად გატაცდა არა მხოლოდ კიურის შემოქმედებამ, არამედ მარის მეუღლის, პიერ კიურის ჩატარებულმა კვლევებმა, რომლებსაც ჯანანი „მეცნიერულ სიყვარულს“ უწოდებდა. პიერმა და მისმა ძმამ ჟაკმა 1880 წელს პირველად აღწერეს პიეზოენერგია,[3] კონცეფცია, რომელიც მოგვიანებით დაღდევირენის მრავალი პროექტისა და პროგრამის მამოძრავებელ ძალად იქცა.

ჯანანის მეცნიერებით დაინტერესების კიდევ ერთი მიზეზი იყო ახალგაზრდა (28 წლის) ბაბუის გულის შეტევით გარდაცვალება. დაღდევირენმა საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ ოდესმე შექმნიდა ისეთ ტექნოლოგიას, რომელიც გაშიფრავდა და დააკვირდებოდა ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემებს და ამას ბაბუის ხსოვნის პატივსაცემად გააკეთებდა.[3]

განათლება და კარიერა რედაქტირება

ჯანან დაღდევირენი ანკარაში ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტში ფიზიკის ინჟინერიას სწავლობდა, რომელიც 2007 წელს დაასრულა. მან მიიღო მაგისტრის ხარისხი სტამბულის საბანჯის უნივერსიტეტში და მოიპოვა ფულბრაითის სტიპენდია შეერთებულ შტატებში სწავლის გასაგრძელებლად.[4] მან სწავლის გაგრძელება ილინოისის უნივერსიტეტში გადაწყვიტა, სადაც ტექნიკის შესწავლასა და პიეზოელექტრული ბიოსამედიცინო სისტემების შექმნაზე იყო ორიენტირებული. სწორედ აქ განავითარა ჯანანმა კომფორტული, პიეზოელექტრული ენერგიის დამშლელი, რომელიც მექანიკურ ენერგიას სამედიცინო მოწყობილობებისთვის საჭირო ელექტროენერგიად გარდაქმნიდა.[5] ამ ტექნოლოგიას შეუძლია კვების ელემენტის მუშაობის დროის გაზრდა ან ბატარეის შეცვლის საჭიროების აღმოფხვრა. 2014 წელს მან მიიღო დოქტორის ხარისხი.[6]

 
დაღდევირენის გამოგონება, ყვითელი ყუთი

მოგვიანებით დაღდევირენი კემბრიჯის უნივერსიტეტში გადავიდა ადგილობრივ კვლევებში მონაწილეობის მისაღებად. ის ისტორიაში პირველი თურქია, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის სტიპენდიანტთა საზოგადოების უმცროსი თანამშრომელი გახდა. მისი პოსტდოქტორული მრჩეველი იყო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი ლობერტ ლენგერი.[7]

ამჟამად ჯანანი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში ასისტენტ პროფესორად მუშაობს.[8]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

დაღდევირენმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი შტაგონების წყარო ორი წიგნი გახდა. პირველი იყო ნობელის პრემიაზე ორჯერ ნომინირებული პოლონელ-ფრანგის, მარი სკლოდოვსკა-კიურის (1867–1934) ბიოგრაფია. მასზე დიდი გავლენა მოახდინა თურქი თეორიული ფიზიკოსის, ერდალ ინიუნიუს (1926–2007) მემუარებმა სახელწოდებით: Anılar ve Düşünceler.[9] ის შთაგონებას პოულობს ჯალალედინ რუმის, მე-13 საუკუნის პოეტის შემოქმედებაში, რომელიც სუფიზმის მიმდევარი იყო.[10]

სქოლიო რედაქტირება

  1. https://www.bbc.co.uk/news/resources/idt-02d9060e-15dc-426c-bfe0-86a6437e5234
  2. 2.0 2.1 2.2 Conformable Decoders. ციტირების თარიღი: 10 February 2020
  3. 3.0 3.1 3.2 How Flexible Sensors Might Begin to Read the Body's Language en. ციტირების თარიღი: 2020-02-10
  4. Canan Dagdeviren - An Inspiring Story en-US (2015-01-17). ციტირების თარიღი: 2020-02-10
  5. Canan Dagdeviren en (2016-12-01). ციტირების თარიღი: 2020-02-10
  6. Canan Dağdeviren kimdir? tr. ციტირების თარიღი: 2020-02-10
  7. The Koch Institute: Robert S. Langer. ციტირების თარიღი: 2020-02-10
  8. Conformable Decoders. ციტირების თარიღი: 2020-02-10
  9. Teaching in Turkey - A Morning with Dr. Canan Dağdeviren - From TAC - A Morning with Dr. Canan Dağdeviren - A Morning with Dr..... დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-06. ციტირების თარიღი: 2020-02-10
  10. Canan Dağdeviren: Conformable Decoders (2019 WORLD.MINDS Annual Symposium), https://www.youtube.com/watch?v=KWoqAgsQBsg. წაკითხვის თარიღი: 2020-02-10