ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი (ფილმი)

ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი“ (ინგლ. Fantastic Beasts and Where to Find Them) — 2016 წლის ფენტეზის ჟანრის მხატვრული ფილმი, გადაღებული რეჟისორ დევიდ იეიტსის მიერ. იგი არის „ჰარი პოტერის“[7] ფილმების სერიის პირველი დამატებითი ფილმი, ნაწილობრივ ეფუძნება ჯ. კ. როულინგის ამავე სახელწოდების წიგნს და გადაღებულია მწერლის სადებიუტო სცენარის მიხედვით და მისივე პროდიუსერობით.

„ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი“
რეჟისორი დევიდ იეიტსი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი ჯ. კ. როულინგი
ეფუძნება ჯადოსნური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი
— ჯ. კ. როულინგი
როლებში
კომპოზიტორი ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდი
ოპერატორი ფილიპ რუსლო
მონტაჟი მარკ დეი
სტუდია Heyday Films
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი
ხანგრძლივობა 133 წთ.[1]
ქვეყანა
  • გაერთიანებული სამეფო
  • აშშ[2][3]
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $175–200 მილიონი აშშ დოლარი[4]
შემოსავალი 814 მილიონი აშშ დოლარი[5][6]
შემდეგი „ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაულები“

ფილმში მთავარ როლს ასრულებს ედი რედმეინი, ხოლო მეორეხარისხოვან როლებში არიან კეთრინ უოტერსტონი, დენ ფოგლერი, ელისონ სუდოლი, ეზრა მილერი, სამანთა მორტონი, ჯონ ვოიტი, კარმენ ეჯოგო, რონ პერლმანი და კოლინ ფარელი. „ჯადოსნური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი“ არის პირველი „ჯადოსნური ცხოველების“ ფილმების სერიაში და მეცხრე როულინგის ჯადოსნური სამყაროს სერიის ეკრანიზაციებში.

ფილმის პრემიერა გაიმართა ნიუ-იორკში 2016 წლის 10 ნოემბერს. მსოფლიო კინოგაქირავებაში იგი ჩაეშვა 2016 წლის 18 ნოემბერს, 3D, IMAX 4K Laser და სხვა ფორმატებში. კრიტიკოსებისგან და ძირითადი მაყურებლებისგან დადებითი შეფასებებით, „ჯადოსნური ცხოველების“ შემოსავალმა 814 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და 2016 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სიის მერვე ადგილზე მოახვედრა. ფილმი ნომინირებული იყო BAFTA-ზე (სხვადასხვა ჯილდოს შორის – საუკეთესო ბრიტანული ფილმის კატეგორიაშიც) და გაიმარჯვა საუკეთესო დიზაინის ნომინაციაში. იგი აგრეთვე ნომინირებული იყო ორ ოსკარზე და გაიმარჯვა საუკეთესო კოსტიუმების დიზაინის კატეგორიაში, იქცა რა როულინგის ნაწარმოების მიხედვით გადაღებულ პირველ ფილმად, რომელსაც ეს ჯილდო მიენიჭა[8].

გაგრძელება რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Fantastic Beasts and Where to Find Them (12A). British Board of Film Classification (28 October 2016). ციტირების თარიღი: 28 October 2016.
  2. Newman, Kim. Fantastic Beasts and Where to Find Them review: a fiddly start for J.K. Rowling's wizarding prequels. British Film Institute (18 November 2016). ციტირების თარიღი: 29 November 2016.
  3. Fantastic Beasts and Where To Find Them. British Council. ციტირების თარიღი: 1 December 2016.
  4. Rubin, Rebecca. (13 November 2018) Box Office: 'Fantastic Beasts: The Crimes of Grindelwald' Sequel Heads for $250 Million Global Launch. Variety. ციტირების თარიღი: 13 November 2018
  5. Fantastic Beasts and Where to Find Them. IMDb. ციტირების თარიღი: 3 March 2021
  6. Fantastic Beasts and Where to Find Them (2016). ციტირების თარიღი: 22 January 2023
  7. https://m.facebook.com/JKRowling/posts/441828229259132
  8. Dornbush, Jonathon. (26 February 2017) Oscars 2017: Fantastic Beasts Wins First Academy Award for Harry Potter Franchise en-US. ციტირების თარიღი: 27 February 2017