ჯაბრაილის რაიონი (აზერ. Cəbrayıl rayonu) — დე-იურე ადმინისტრაციული ერთეული აზერბაიჯანის სამხეთ-დასავლეთ ნაწილში. დე-ფაქტოდ ეს ტერიტორია 1993 წლიდან 2020 წლამდე კონტროლდებოდა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მიერ, რაც აღნიშნულია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში.[2][3] 2020 წლის ომის შედეგად, აზერბაიჯანმა სრული კონტროლი დაიბრუნა რაიონზე.

რაიონი
ჯაბრაილის რაიონი
აზერ. Cəbrayıl rayonu
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მუნიციპალიტეტი ზემო ყარაბაღის რეგიონი
ადმ. ცენტრი ჯაბრაილი
კოორდინატები 39°18′00″ ჩ. გ. 47°00′00″ ა. გ. / 39.30000° ჩ. გ. 47.00000° ა. გ. / 39.30000; 47.00000
დაარსდა 1930
ფართობი 1 050 კმ²
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული ენა
მოსახლეობა 80 800[1]
სატელეფონო კოდი +994 118
საფოსტო ინდექსი AZ 1400
საავტომობილო კოდი 14
ოფიციალური საიტი http://www.cabrail-ih.gov.az/
File:Azerbaijan-DjebrailDistrict.svg
File:Azerbaijan-DjebrailDistrict.svg

ადმინისტრაციული ცენტრი  ქალაქი ჯაბრაილია.

მოკლე ისტორია რედაქტირება

1841 წელს ჯაბრაილის ტერიტორია კასპიის რეგიონის დაქვემდებარებაში იყო ცენტრით შემახაში, ხოლო 1846 წელს - შუშის რაიონის. 1873 წელს ჯაბრაილი და მისი მიმდებარე ტერიტორიები გამოეყო შუშის მაზრას, ხოლო ჯაბრაილის მაზრა შეიქმნა ელიზავეტოპოლის პროვინციის ნაწილში. იმ დროისთვის მაზრის ტერიტორია 2922.6 კმ² იყო, ხოლო მოსახლეობა 66,360 კაცი[4]. მაზრა მოიცავდა ამჟამინდელ ჯაბრაილის, ფიზულის, ხოჯავენდის, გუბადლისა და ზანგელანის რაიონებს. 1905-1918 წლებში მაზრას ეწოდებოდა კარაგინის მაზრა.

1930 წლის 8 აგვისტოს შეიქმნა აზერბაიჯანის სსრ-ის ჯაბრაილის რაიონი.

1993 წლის აგვისტოს ბოლოს, სომხური შეიარაღებული ძალების საომარი მოქმედებების დაწყების შედეგად, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ რეგიონის ტერიტორია, რომელიც დღემდე არის არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ, და ადმინისტრაციულად შედის გადრუტსის რაიონში[5].

გეოგრაფია რედაქტირება

მდებარეობს მცირე კავაკსიის სამხრეთ- აღმოსავლეთით. სამხრეთით ესაზღვრება ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სამხეთ-დასავლეთით ზანგელანის რაიონს, დასავლეთით გუბადლის რაიონს, ჩრდილოეთით ხოჯავენდის, აღმოსავლეთით ფუზულის რაიონს. ცენტრი- ქალქი ჯაბრაილი. რაიონის ფართობია 1050 კვ.კმ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება