ჯაბალპური (ჰინ. जबलपुर; ხშირად ასევე მოიხსენიებენ როგორც სანსკაარდჰაანი) — ქალაქი ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატში. ფართობით ყველაზე დიდი აღნიშნულ შტატში, ასევე უდიდესი ურბანული აგლომერაცია შტატში და 38-ე ქვეყნის მასშტაბით (2011 წ).[1]

ქალაქი
ჯაბალპური
ჰინ. जबलपुर

მარმარილოს კლდეები ჯაბალპურთან
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი მადჰია-პრადეში
კოორდინატები 23°09′38″ ჩ. გ. 79°56′19″ ა. გ. / 23.16056° ჩ. გ. 79.93861° ა. გ. / 23.16056; 79.93861
ფართობი 5 211 კმ²
ცენტრის სიმაღლე 411
მოსახლეობა 1 054 336 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 472 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი +91-761
საფოსტო ინდექსი 482001 to 482011
ოფიციალური საიტი http://www.jabalpur.nic.in/
ჯაბალპური — ინდოეთი
ჯაბალპური

ჩრდილოეთით ესაზღვრება ქალაქი კატნი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — უმარია, აღმოსავლეთით — დინდორი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — მანდლა, სამხრეთით — სეონი, სამხრეთ-დასავლეთით — ნარსიმჰაპური და ჩრდილო-დასავლეთით — დამოჰი.

ისტორიულად, ჯაბალპური კალაჩურისა და გონდის დინასტიების ცენტრი იყო და ვითარდებოდა მარატჰასა და მოგოლთა იმპერიების კულტურების გავლენით. ადრეულ XIX საუკუნეში, იგი თანდათან ანექსირებულ იქნა ბრიტანეთის ინდოეთის მიერ და მთავარ სამხედრო ქალაქად იქცა.

1997 წელს მომხდარი დიდი მიწისძვრის ეპიცენტრი სწორედ ჯაბალპურში მდებარეობდა. ქალაქი ცნობილია თავის პიეზაჟური მარმარილოს კლდის ფორმაციებით მდინარე ნარმადის ნაპირების გასწვრივ. ქ განთავსებულია ხუთი შტატის არმიის შტაბ-ბინა. ქალაქის 1/6 ინდოეთის არმიას უჭირავს.

ჯაბალპურში ჩაისახა სამაგიდო თამაში სნუკერი. ქალაქი ჰინდის ლიტერატურული მოძრაობისა და რეგიონული საგანმანათლებლო კვანძია.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above. Censusindia. The Registrar General & Census Commissioner, India. ციტირების თარიღი: 18 October 2011.