ხუთუღთუ-ყაენი (მონღ. Хутагт хаан), ჩინეთში ცნობილია როგორც მინჟონგი (ჩინ.: 元明宗; დ. 22 დეკემბერი, 1300 — გ. 30 აგვისტო, 1329) — იუანის დინასტიის წარმომადგენელი. ქულუგ-ყაენის ვაჟი. მონღოლთ იმპერიის ნომინალური ყაენი და ჩინეთის იმპერატორი 1329 წლის თებერვლიდან აგვისტომდე. იმპერატორ რინჩინბალის მამა.

ხუთუღთუ-ყაენი
მონღოლთა იმპერიის მე-13 დიდი ყაენი და
იუანის დინასტიის მე-9 იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 27 თებერვალი, 1329
მმართ. დასასრული: 30 აგვისტო, 1329
წინამორბედი: ჯაიათუ-ყაენი
მემკვიდრე: ჯაიათუ-ყაენი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 დეკემბერი, 1300
გარდ. თარიღი: 30 აგვისტო, 1329, (28 წლის)
მეუღლე: მალიატი
ანჩუჰანი
იუელუშა
ბუიანჰულუდუ
იესუ
ტუჰუსი
ბაბუშა
დინასტია: იუანის დინასტია
მამა: ქულუგ-ყაენი
დედა: უცნობია

ადრეული წლები და დევნილობა რედაქტირება

ხუთუღთუ დაიბადა 1300 წლის 22 დეკემბერს. იგი იყო მონღოლეთის ყაენისა და ჩინეთის იუანის დინასტიის იმპერატორ ქულუგ-ყაენისა და უცნობი მონღოლი ქალის ვაჟი. ყაენმა თავის სიცოცხლეშივე შექმნა ტახტის მემკვიდრეთა „რიგი“, რომლის მიხედვითაც უნდა დალაგებულიყო მანამდე არეული სისტემა, რომლის გამოც დინასტიის ყველა მამაკაცს ჰქონდა ტახტზე პრეტენზია.

1311 წელს ქულუგის გარდაცვალების შემდეგ ეს სისტემა დააიგნორეს და ტახტი უკანონოდ დაიკავა ბუიანთუ-ყაენმა. 1316 წელს, თავისი მმართველობის გასამყარებლად ყაენმა ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე, ხუთუღთუ ჩოუს მეფის ტიტულით დააჯილდოვა, რათა პრეტენზია აღარ ჰქონოდა, მაგრამ მან ამაზე უარი განაცხადა და ჩაღათას ურდოში გაიქცა. აქ მან ყაენის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა სცადა, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ მან თავი კვლავ შუა აზიას შეაფარა, რა დროსაც პირველად დაქორწინდა ყარლუყის მმართველ თემურის ქალიშვილ მალიატზე.

1320 წელს ბუიანთუ-ყაენი გარდაიცვალა და იგი მისმა ვაჟმა, გეგენმა ჩაანაცვლა, რომელიც მალევე, 1323 წელს მოკლა იესუნ-თემურ-ყაენმა და ტახტზე თავად დაჯდა. არც მისი მმართველობა გამოდგა ხანგრძლივი, რადგან 1328 წელს გარდაიცვალა და ტახტზე მისი მცირეწლოვანი ვაჟი, რაგიბაღ-ყაენი ავიდა, რომელიც იმავე წელს სიკვდილით დასაჯეს აჯანყებულმა ჩინელებმა. ამას მოჰყვა ტახტზე ხუთუღთუს უფროსი ძმის, ჯაიათუ-ყაენის ასვლა.

ტახტზე ასვლა და გარდაცვალება რედაქტირება

ჯერ კიდევ 1328 წელს, იესუნ-თემურ-ყაენის გარდაცვალების შემდეგ იმპერიაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელიც ცნობილია „ორი დედაქალაქის ომის“ სახელით. ამ ომში იესუნ-თემურისა და ქულუგ-ყაენის შთამომავლობა დაუპირისპირდა ერთმანეთს და საბოლოოდ ქულუგის შთამომავლების გამარჯვებით დასრულდა, რის შემდეგაც ტახტზე ჯაიათუ-ყაენი ავიდა.

ხუთუღთუს ტახტზე პრეტენზია კვლავ ჰქონდა, რის გამოც ჩაღათაელთა დახმარებით შევიდა მონღოლეთში და ძმას ომი გამოუცხადა. ამ დროს მის მხარეს გადავიდა უამრავი მონღოლი დიდებული და გენერალი. 1329 წლის 27 თებერვალს, დიდებულთა მხარდაჭერით ყარაყორუმში ხუთუღთუმ თავი ყაენად გამოაცხადა.

სულ მალე იგი დედაქალაქისაკენ დაიძრა, სადაც 1329 წლის 26 აგვისტოს თავის 1,800 მხლებელთან ერთად დიდი ზეიმით შევიდა და მიიღო იუანის დინასტიის იმპერატორის ბეჭედიც. ამ ამბიდან სულ ოთხ დღეში ხუთუღთუ-ყაენი თავისი ძმის დავალებით მოწამლეს. იგი 1329 წლის 30 აგვისტოს, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტი კვლავ ჯაიათუ-ყაენმა დაიკავა.

ცოლები და შვილები რედაქტირება

  •  
    ხუთუღთუს მეშვიდე ცოლი, ბაბუშა ხათუნი
    მალიატი, ჩაღათას ულუსის ქალიშვილი, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა:
  1. თოღონ თემურ-ყაენი (1320-1370), მონღოლთა ყაენი და იუანის დინასტიის იმპერატორი 1333-1370 წლებში;
  • ანჩუჰანი;
  • იელუშა, რომელთანაც ჰყავდა ერთი გოგონა:
  1. პრინცესა ჩანგუო;
  • ბაიანჰულუდუ;
  • იესუ;
  • ტუჰუსი;
  • ბაბუშა, ნაიმანის პრინცესა, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი:
  1. რინჩიბალ-ყაენი (1326-1332), მონღოლთა ყაენი და იუანის დინასტიის იმპერატორი 1332 წლის ოქრომბრიდან დეკემბრამდე;
  • უცნობი ხარჭისგან ჰყავდა ერთი გოგონა:
  1. პრინცესა ბუდუხინი;

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Д.Цэен-Ойдов – Чингис богдоос Лигдэн хутагт хүртэл монголын хаад
  • Herbert Franke, Denis Twitchett, John King Fairbank-The Cambridge History of China: Alien regimes and border states, 907–1368, p.545
  • Herbert Franke, Denis Twitchett, John King Fairbank-The Cambridge History of China: Alien regimes and border states, 907–1368, p.542
  • Yuan shi, 33. pp.694
  • Andreas Radbruch-Flow cytometry and cell sorting, p.1290
  • Hsiao Kung-chin-Lun Yuan tai huang wei chi cheng wen ti, p.33