ხრისტო სტოიჩკოვ სტოიჩკოვი (დ. 8 თებერვალი, 1966) — ბულგარელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. კარიერის ძირითადი ნაწილი გატარებული აქვს „ცსკა სოფია“-ში და „ბარსელონაში“. გამოდიოდა ეროვნულ ნაკრებში 80-იან და 90-იან წლებში.

ხრისტო სტოიჩკოვი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ხრისტო სტოიჩკოვ სტოიჩკოვი
დაბადების
თარიღი
8 თებერვალი, 1966 (1966-02-08) (58 წლის)
დაბადების
ადგილი
პლოვდიდი, ბულგარეთი
სიმაღლე 178 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ლიტექსი
ახალგაზრდული კარიერა
1976-1982 მარიცა პლოვდიდი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1981-1982 ზავოდ „იური გაგარინი“ 16 (3)
1982-1984 ჰებროსი 32 (14)
1984-1990 ცსკა სოფია 119 (81)
1990-1995 ბარსელონა 151 (77)
1995-1996 პარმა 23 (5)
1996-1998 ბარსელონა 26 (7)
1998 ცსკა სოფია 4 (1)
1998 ალ-ნასსრი 2 (1)
1998-1999 კაშივა რეისოლი 28 (13)
2000-2002 ჩიკაგო ფაირი 51 (17)
2003 დი სი იუნაიტედი 21 (5)
სულ 473 (225)
ეროვნული ნაკრები
1987-1999 ბულგარეთი 83 (37)
1990 კატალონია 1 (?)
სამწვრთნელო კარიერა
2004-2007 ბულგარეთი
2007 სელტა
2009-2010 მამელოდი სანდაუნსი
2012-2013 ლიტექსი
2013 ცსკა სოფია
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

„ბარსელონას“ რიგებში მოგებული აქვს თასების მფლობელთა თასი და არის უეფას თასის გამარჯვებული, ორგზის უეფას სუპერთასის მფლობელი, ოთხგზის ესპანეთის ჩემპიონი. 1994 წელს აიღო ოქროს ბურთი, როგორც ევროპის საუკეთესო ფეხბურთელმა. 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გახდა საუკეთესო ბომბარდირი. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 29-ე ადგილზე დასახელდა.[1]

კარიერა ფეხბურთელმა 2003 წელს დაასრულა. 2004-2013 წლებში იყო ბულგარეთის ეროვნული ნაკრების, ესპანური „სელტის“, სამხრეთაფრიკული „მამელოდი სანდაუნზის“, ბულგარული „ლიტექსისა“ და „ცსკა სოფიას“ მთავარი მწვრთნელი.

საფეხბურთო კარიერა რედაქტირება

სტოიჩკოვი შესანიშნავად თამაშობდა „სოფიას ცსკა“-ს რიგებში. თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში მან შესანიშნავად ითამაშა „ბარსელონას“ წინააღმდეგ, გაიტანა სამი ბურთი და ამით ესპანური კლუბის მთავარი მწვრთნელის იოჰან კრუიფის ყურადღებაც მიიქცია. ამის შემდეგ „ბარსელონამ“ ბულგარელ ფეხბურთელთან კონტრაქტი გააფორმა. ეს 1990 წელს მოხდა. სატრანსფერო თანხამ 2 მლნ ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

პირველ 3 სეზონში სტოიჩკოვმა „ბარსელონას“ რიგებში 60 ბურთი გაიტანა. 1994 წელი მის საფეხბურთო კარიერაში საუკეთესო გამოდგა. ბულგარეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სტოიჩკოვმა კი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიიღო, 1995 წელს ის იტალიურ „პარმაში“ წავიდა სათამაშოდ, 1 წლის შემდეგ კი ისევ „ბარსელონაში“ დაბრუნდა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დიმიტრი პანევი დაინიშნა, სტოიჩკოვი ამით უკმაყოფილო იყო და 1 წლის განმავლობაში არ თამაშობდა ეროვნული ნაკრების რიგებში.

1997 წლის 8 ივნისს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 1 წლით ადრე, სტოიჩკოვი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა. ბულგარეთი, ბურგასში თამაშობდა განმეორებით შეხვედრას ლუქსემბურგთან. სტოიჩკოვმა ანგარიში გახსნა, მისმა გუნდმა კი 4-0 მოიგო.

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი ბულგარეთის ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპიდანვე გამოეთიშა ასპარეზობას. სტოიჩკოვმა კი მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა.

კარიერის დასრულებამდე სტოიჩკოვი თამაშობდა აშშ-ში, „ჩიკაგო ფაირში“. ამ გუნდის შემადგენლობაში მან ამერიკის თასი მოიგო. ის ამ კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი იყო, ის MLS-ის „ოცნების გუნდში მოხვდა“. 2004 წელს ის დაინიშნა ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად, 2007 წელს „სელტას“ გაწვრთნა დაიწყო, 2011 წელს „როსტოვის“ მთავარი მწვრთნელი გახდა.

2012 წლის 5 იანვარს ის „ლიტექსის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ხოლო 2013 წელს „ცსკა სოფიას“ მთავარ მწვრთნელად.

ტიტულები რედაქტირება

კლუბური რედაქტირება

ცსკა სოფია

  • ბულგარეთის ჩემპიონი: 1986/87, 1988/89, 1989/90
  • ბულგარეთის ვიცე-ჩემპიონი: 1984/85, 1987/88
  • ბულგარეთის თასის მფლობელი: 1984/85, 1986/87, 1987/88, 1988/89

ბარსელონა

  • ესპანეთის ჩემპიონი: 1990/91, 1991/92, 1992/93, 1993/94
  • ესპანეთის ვიცე-ჩემპიონი: 1996/97
  • ესპანეთის სუპერთასის მფლობელი: 1991, 1992, 1994, 1996
  • ესპანეთის თასის მფლობელი: 1996/97
  • ევროპის თასის გამარჯვებული: 1991/92
  • უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი: 1993/94
  • უეფას სუპერთასის მფლობელი: 1992, 1997
  • თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული: 1996/97

ალ-ნასრი

  • აზიის თასების მფლობელთა თასის მფლობელი: 1998

კაშივა რეისოლი

  • ჯეი ლიგის თასის მფლობელი: 1999

ჩიკაგო ფაირი

  • მე-2 ადგილი MLS-ის რეგულარულ ჩემპიონატში: 2000, 2001
  • MLS პლეი-ოფის ფინალისტი: 2000
  • აშშ-ს თასის მფლობელი: 2000

ინდივიდუალური რედაქტირება

  • ბულგარეთის საუკეთესო ფეხბურთელი: 1989, 1990, 1991, 1992, 1994
  • ბულგარეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 1988/89 (23 გოლი), 1989/90 (38 გოლი)
  • „ოქროს ბურთის“ მფლობელი, როგორც ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი: 1990 (38 გოლი)
  • „ოქროს ბურთის“ მფლობელი: 1994
  • „ოქროს ბურთის“ მფლობელი, როგორც ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე: 1994 (6 გოლი)
  • გახდა „ფიფას 100“-ნთა წევრი
  • ბულგარეთის საუკეთესო მოთამაშე 1954—2003.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.