ხრიალა (ლათ. Rhinanthus) — მცენარეთა გვარი შავწამალასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი, ნახევრად პარაზიტი მცენარეებია. მათი გვირგვინი ყვითელია, ორტუჩა. ჯამი ნაყოფობისას ბუშტისებრ დიდდება და ზედვე რჩება.

ხრიალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Rhinanthus

50-მდე სახეობა ძირითადად გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში გვხვდება ხრიალას 7 სახეობა.

იზრდება მდელოებზე, მინდვრებში, ნათესებსა და რუდერალურ ადგილებში ალპურ სარტყლამდე. სახლდება მდელოს მარცვლოვნების ფესვებზე და აკნინებს მათ.

ლიტერატურა რედაქტირება