ხრეითი

სოფელი საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში.

ხრეითისოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდ. ბუჯის (ჩოლაბურის მარცხენა შენაკადი) ზემოთში, ზღვის დოინიდან 920 მეტრი. ჭიათურიდან — 18 კმ., ქუთაისიდან — 88 კმ., თბილისიდან — 198 კმ. სოფელში მოქმედებს საჯარო სკოლა.

სოფელი
ხრეითი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თემი ხრეითი
კოორდინატები 42°20′51″ ჩ. გ. 43°11′11″ ა. გ. / 42.34750° ჩ. გ. 43.18639° ა. გ. / 42.34750; 43.18639
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 920
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1644[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხრეითი — საქართველო
ხრეითი
ხრეითი — იმერეთის მხარე
ხრეითი

ეტიმოლოგია რედაქტირება

სოფლის სახელში გამოიყოფა დაბოლოება „ითი“ და ფუძე „ხრე“ ანუ „ღრე“, რაც შემორჩენილია სიტყვებში: კლდე-ღრე, ტყე-ღრე. ესე იგი ხრეითი კლდიან, ღორღიან ადგილს ნიშნავს.

ისტორია რედაქტირება

წყაროებში პირველად იხსენიება XVI საუკუნეში. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მესიმინდეობა და მეხილეობა.

გეოგრაფია რედაქტირება

სოფელი მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ბუჯის (ჩოლაბურის მარცხენა შენაკადი) ზემოთში. ზღვის დონიდან 920 მეტრი, ჭიათურიდან 18 კილომეტრი. სოფლის ჩრდილოეთით მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის უმაღლესი მწვერვალი საწალიკე (1996 მ.).

დემოგრაფია რედაქტირება

სოფელში 1820-იან წლებში ცხოვრობდა 100-120 ადამიანი. მოჰყავდათ სიმინდი, ფეტვი, ქერი, მისდევდნენ მევენახეობას.[2]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1644 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 2706 1363 1343
2014[1]   1644 827 817

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

სოფელში არის მთამსვლელების სიმონ, ალიოშა და ალექსანდრა ჯაფარიძეების სახლ–მუზეუმი., ფეოდალური ხანის ორი ციხე-დარბაზი, ზეცხის წმინდა გიორგის ეკლესია, მარიამწმინდის ეკლესია. ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი[4].

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 508.
  • დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 10

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“, გვ. 124 — „განათლება“, თბილისი, 1987
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  4. დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 10