ხოჯალის ხოცვა-ჟლეტა

ხოჯალის ხოცვა-ჟლეტა (აზერ. Xocalı soyqırımı) — აზერბაიჯანის ქალაქ ხოჯალის მოსახლეობის მასიური ხოცვა-ჟლეტა სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ. აღნიშნული მასობრივი მკვლელობები ითვლება ყარაბაღის ომის ყველაზე სისხლიან ეპიზოდად.

ხოჯალის მსხვერპლთა მემორიალი ჰააგაში.

ისტორია რედაქტირება

1992 წლის 25-26 თებერვალს გამთენიისას სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქალაქ ხოჯალის ოკუპაცია მოახდინეს. ოკუპაცია რუსეთის არმიის 366-ე პოლკის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა, რომელიც დისლოცირებული იყო ხანქენდში[1][2].

მსხვერპლი რედაქტირება

სულ რამდენიმე საათში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა და რუსული არმიის ჯარისკაცებმა 613 მშვიდობიანი და უიარაღო ადამიანი მოკლეს, მათ შორის 106 ქალი და 83 ბავშვი. 56 ადამიანი განსაკუთრებული სისასტიკით გამოასალმეს სიცოცხლეს. 8 ოჯახი მთლიანად გაანადგურეს. 476 ადამიანი დაინვალიდდა, მათ შორის 76 არასრულწლოვანი იყო. უგზო-უკვლოდ დაიკარგა 150 ადამიანი, მათ შორის 68 ქალი და 26 ბავშვი. [1]

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

დამოუკიდებელი წყაროები რედაქტირება

აზერბაიჯანული წყაროები რედაქტირება

სომხური წყაროები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება